"ახლა უკვე ხუმრობის გარეშე მოვედი!... ასე ადვილი არაა ამ სიმღერას ვინმე შეეჭიდოს" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი? - კვირის პალიტრა

"ახლა უკვე ხუმრობის გარეშე მოვედი!... ასე ადვილი არაა ამ სიმღერას ვინმე შეეჭიდოს" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი?

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, რომლის სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსმენელის დიდ სიყვარულს იმსახურებს, სოციალურ ქსელში ახალი სიმღერის შესახებ წერს, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება:

"ახლა უკვე ხუმრობის გარეშე მოვედი!

არა მანამდეც არ ვხუმრობდი, მაგრამ იუმორის ელფერი დასდევდა ჩემს პოსტებს!!!

მოკლედ, დავწერე აფხაზეთზე მართლა მაგარი სიმღერა …ოღონდ არა პატეთიკური !

პირიქით თანამედროვე, სევდა ნარევი ჰარმონიით და არა მძიმე!

ტექსტიც თანამედროვე და არა მაღალფარდოვანი

მოკლედ ჩემებური…

მაგრამ ასე ადვილი არაა ამ სიმღერას რომ ვინმე შეეჭიდოს, ალბათ აფხაზეთთან რაღაც კავშირი მაინც უნდა ჰქონდეს!

არა, ყველას გვტკივა და ყველასაც გვაქვს უფლება ვიმღეროთ, მაგრამ წინა ვარიანტი უფრო ემოციური იქნება!!!

მოკლედ, გადავწყვიტე გვქონდეს აფხაზეთზე სიმღერა ოღონდ იყოს ჰიტი და დღევანდელი თაობაც ჰყვებოდეს მელოდიას და სიტყვებს და ზუსტად ასეთი გამომივიდ" - წერს სოციალურ ქსელში მაია კაჭკაჭიშვილი.