"საქართველოსთან მთავარი ჯაჭვი ჩემი უმშვენიერესი მარიამია, რომელიც თავდავიწყებით მიყვარს" - ქართულად ალაპარაკებული კარლო პონტი და ქართულ კერძებზე შეყვარებული სოფი ლორენი
მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის შვილის, დირიჟორ კარლო პონტის სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია. როგორც აღმოჩნდა, მარიამმა მსოფლიო ვარსკვლავს სოფი ლორენს ქართული კერძები შეაყვარა, კომპოზიტორი კი ქართულადაც აალაპარაკა. ამის შესახებ მარიამმა კურიერი P.S-ის გადაცემაში ისაუბრა.
"ახლა საქართველოსთან მთავარი ჯაჭვი არის ჩემი უმშვენიერესი მარიამი, რომელიც თავდავიწყებით მიყვარს, თუმცა თქვენს ქვეყანაში მანამდეც ნამყოფი ვარ. პირველად 7-8 წლის წინ ვიყავი საქველმოქმედო კონცერტით... მიყვარს საქართელო, მიყვარს ქართველი ხალხი, ქართული კულტურა და ყოველ ჯერზე სიხარულით მოვდივარ საქართველოში.
ვსწავლობ ცალკეულ სიყტვებს. თქვენი ენა ჩემთვის ძალიან სწრაფი და ხმამაღალია, თან ძალიან ლამაზი და სპეციფიკური. სწავლა მიჭირს, მაგრამ მარიამი დიდი მოთმინებით ცდილობს მასწავლოს. იმედი მაქვს, მეც მალე ავლაპარაკდები ქართულად", - ამბობს კარლო პონტი.
"ქალბატონი სოფია თბილად დაგვხვდა, განსაკუთრებით ბევრი ელაპარაკა დემეტრეს. ქალბატონ სოფიას ძალიან ბევრი ჯილდო უდევს და ოსკარი გადმოუღო დემეტრეს. სოფი ლორენთან რომ ვასოცირდები, ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან უშუალოა, ძალიან დავახლოვდით. მასწავლიდა იტალიურ სიტყვებს. ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ტარხუნის ლიმონათიც კი - ვეცადე ქართულად გავმასპინძლებოდი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა სამზარეულომ", - ამბობს მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენზე საუბრისას.