"ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

ევროპული საქართველოს წევრი - თამარ ჩერგოლეიშვილი პოსტს აქვეყნებს:

"ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამებრძოლებს - მათ, ვისაც იცნობთ და ვისაც არ იცნობთ.

ცხადია, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ.ეს პროპაგანდა, რასაც ოლიგარქი კეზერაშვილის და ბელადი სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ ემსახურება ამ ორი კარიკატურული პერსონაჟისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ მათი დაკვეთა შესრულებულია და ვინც ბელადს განუდგა, ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევები” უარყო, საკუთარ პრინციპებს უერთგულა და საკუთარ თავთან პირნათელი დარჩა, “განულდა”, მარტოა და იზოლირებულია.ამ ვირტუალური რეალობის შექმნას ემსახურება მათ მიერ აგებული კორუმპირებული სისტემა და ამ სისტემის ყველა მოსამსახურე (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად).

პრინციპების ერთგულების გამო პოლიტიკური აქტორების იზოლაციის პრეცედენტის შექმნა ქართული დემოკრატიის პერსპექტივას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ამიტომ, ამ ორი კარიკატურული პერსონაჟის და მათი მოსამსახურეების მორალურ და პოლიტიკურ განადგურებას და ამ მაგალითის შექმნას, ეროვნულ საქმედ მივიჩნევ".

"ხო, ერთი რამე დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, ოპოზიციური პარტიებიდან ვინც კეზერაშვილს თავს არ ესხმის, ან ფულს იღებს მისგან, ან ფულის მიღების იმედი აქვს.ანუ ამ გასუსულებს ხმას თუ მისცემთ, კეზერაშვილი დაგაჯდებათ თავზე და ხაბეიშვილს დაგადებთ.

P.S. “ექსპერტებიც” გაშიფრული მყავხართ და მაგ ქვას დაგაწევთ გაჭირვებისას აღმართში (ლოგოლც არ უნდა მიკალდეთ, თქვე სულგაყიდულო თაღლითებო)".