"ჩემი სამაგალითოდ ძლიერი, ჩემი უკიდეგანოდ კეთილი და მოსიყვარულე" - რას წერს გარდაცვლილ მეგობარზე ალანა გაგლოევა? - კვირის პალიტრა

"ჩემი სამაგალითოდ ძლიერი, ჩემი უკიდეგანოდ კეთილი და მოსიყვარულე" - რას წერს გარდაცვლილ მეგობარზე ალანა გაგლოევა?

მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ის წლე­ბის წინ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო, რო­გორც სიმ­სივ­ნე­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ყვე­ბო­და იმ მძი­მე დღე­ებ­ზე, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ამ­ხნე­ვებ­და ყვე­ლას და იტა­ლი­ა­ში იმ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა.

მა­რი­ა­მი იტა­ლი­ა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა, ამი­ტომ მე­გობ­რე­ბის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ იბ­რძო­ლა, იბ­რძო­ლა, იმე­დი არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს და სა­ბო­ლო­ოდ "სიკ­ვდი­ლი მოკ­ლა“. ის ყო­ველ­თვის ამ­ხნე­ვებ­და იმ ქა­ლებს, ვინც ახლა გა­დის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლე­ბის წინ გა­და­ლა­ხა. მას 2 შვილი დარჩა.

მარიამს უმარვაი ადამიანი გულშემატკივრობდა და ძალიან ბევრ ადამისნდაწყვიტა გული მისმა გარდაცვლაებამ.

მეგობრის გარდაცვალებაზე "ფეისბუქზე", წერს ალანა გაგლოევა, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა მარიამთან.

"ჩემი, მარიამი, ჩემი სამაგალითოდ ძლიერი, ჩემი უკიდეგანოდ კეთილი და მოსიყვარულე. როგორ მიყვარხარ და როგორ არ მემეტები ... არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ. მეყვარები მუდამ".