"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სუპერგმირო!" - როგორ ულოცავს ლიზა ჩიჩუა მამას დაბადების დღეს? - კვირის პალიტრა

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სუპერგმირო!" - როგორ ულოცავს ლიზა ჩიჩუა მამას დაბადების დღეს?

ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ოჯახი საქართველოში ძალიან პოპულარულია. გარდა იმისა, რომ მათ უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავთ, ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანან და სხვადასხვა სამედიცინო გადაცემის საშუალებით მაყურებელს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ.

ქეთისა და გიორგის ოჯახი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ლიზა ჩიჩუა ცნობილი ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას გვერდით გამოჩნდა. ირაკლი უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.

snapinsta-1702925975.app_412227576_695198036079803_6794974353532319494_n_1290.jpg

2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.

snapinsta-1702926006.app_411541645_921185559431654_6594474746728943385_n_1290.jpg

ამჯერად ლიზა მამას, გიორგი ჩიჩუას დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სუპერგმირო! უსასრულოდ მიყვარხარ, მამა" - წერს ლიზა სოციალურ ქსელში.