"ყველას ვურჩევ გაეცნოს გულისამაჩუყებელ მილოცვას მამისგან" - როგორ ულოცავს სანდრა რულოვსი შვილს დაბადების დღეს და რას წერს მიხეილ სააკაშვილზე?
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს:
"მთელს ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო ნიკოლოზობა!
ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ნიკოლოზი დაიბადა და დღეს 18 წლის გახდა! მივულოცავ სულით და გულით, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ!
ასევე ყველას ვურჩევ fb-ით გაეცნოს შთამბეჭდავ და გულისამაჩუყებელ მილოცვას მამისგან!" - წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზს დაბადების დღე მამამ, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი პოსტით მიულოცა.