"ეს არის დემნას პოზიცია" - კირკოროვი "ბალენსიაგამ" შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ბრენდის ნივთების მიყიდვა აკრძალა - კვირის პალიტრა

"ეს არის დემნას პოზიცია" - კირკოროვი "ბალენსიაგამ" შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ბრენდის ნივთების მიყიდვა აკრძალა

ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი მო­დის სახლ Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა და უკ­რა­ი­ნას­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო, მომ­ღე­რა­ლი ბრენ­დის ნივ­თებს თა­ვი­სი სა­ხე­ლით ვერ ყი­დუ­ლობს. ამის შე­სა­ხებ შო­უ­მენ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

კირ­კო­რო­ვის თქმით, მის სტი­ლისტს მო­ნა­კოს "ბუ­ტი­კი­დან" ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ისი­ნი ვე­ღარ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მომ­ღე­რალს, რად­გან ის მხარს უჭერს რე­ჟიმს და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

დუ­ბა­ი­ში გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სცა­და Balenciaga-ს მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ სა­ლა­როს­თან მი­სულ­მა გა­არ­კვია, რომ ეს მის­თვის აკ­რძა­ლი­ლი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)