კურორტი ბაკურიანი - გართობა, ჯანმრთელობა და ყველასთვის საყვარელი გარემო - კვირის პალიტრა

კურორტი ბაკურიანი - გართობა, ჯანმრთელობა და ყველასთვის საყვარელი გარემო

თხილამურების, სნოუბორდის, გუნდაობის, ციგით სრიალის, ერთი სიტყვით, ზამთრის მოყვარულთათვის ახლა იდეალური დროა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ზამთრის სპორტის მოყვარული, უბრალოდ თოვლიანი პეიზაჟებით ტკბობა გიყვარს, მეგობრებთან ერთად ბუხართან მისხდომა, საუბარი, ღვინის წრუპვა, მაშინ, როცა გარეთ გადაუღებლად ბარდნის თუ სუფთა ჰაერის მისაღებად, ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად შვილებთან ერთად სტუმრობ ზამთრის ამ კურორტს, აქ ადგილი, გასართობი ყველასთვისაა. ამ სტატიაში ბაკურიანში დასვენების ბენეფიტეზე ვისაუბრებთ. რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული სიურპრიზები, თუ გადაწყვეტთ რომ სასტუმროს ნაცვლად გჭირდებათ ბინები დღიურად ბაკურიანში. მოკლედ, ჩაუჯექით სტატიას და მოემზადეთ ისეთი დასვენებისთვის, როგორიც თქვენთვისაა მისაღები: იქნება ეს აქტიური, გართობით, თხილამურებით, ღამის ბარებით თუ პასიური: ბავშვებთან ერთად სეირნობა, გუნდაობა, ზამთრის პეიზაჟებით ტკბობა და სხვა.

ბაკურიანის, როგორც ზამთრის კურორტის, უპირატესობები:

თოვლიანი სამოთხე; ბაკურიანი ზამთრის სამოთხეა, გადათეთრებული ნაძვებით, ქედებითა და ყველა შესაძლებლობის მოთხილამურისთვის განკუთვნილი სათხილამური ტრასებით. იდეალური ფერდობები და თვალწარმტაცი პეიზაჟები დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის ზამთრის მოყვარულთათვის. ბაკურიანი თბილისიდან 180 კილომეტრში, ბორჯომიდან კი 30 კილომეტრში მდებარეობს. აქაური კლიმატი განაპირობებს, რომ იგი ბევრი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა, ამიტომაც ზამთარ-ზაფხულ დამსვენებლები აქ მუდმივად ჩამოდიან. მიუხედავად მუდმივი ხალხმრავლობისა, ბუნებრივია, ბაკურიანის სეზონი ზამთარია და ამ დროს ეს კურორტი მთელი თავისი მომხიბვლელობით ხვდება დამსვენებლებს. ასე რომ, თუ ზამთარი გიყვარს, თუ გართობა გსურს, ან პასიური დასვენება, რაც მთავარია, თუ ჯანმრთელობას განსაკუთრებულად უფრთხილდები, დროა, ბაკურიანში სტუმრობა დაგეგმო.

ბაკურიანი - ოჯახური დასვენების ადგილი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაკურიანი კლიმატიდან გამომდინარე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, რაც განაპირობებს იმას, რომ აქ ხშირად ბავშვებთან ერთად ჩამოდიან. სწორედ ამიტომ, ბაკურიანში ზამთრის კურორტის დამახასიათებელ გარემოსთან ერთად, ნამდვილი ოჯახური ატმოსფეროა შექმნილი. ბაკურიანი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც შესაფერისია ყველა ასაკისთვის, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო დასვენებას ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანია,რომ ოჯახური დასვენების დროს, როგორც წესი სასტუმროს ნომერზე მეტად დამსვენებლებს აპარტამენტები სჭირდებათ, სადაც საკუთარი ოჯახის წესებით იცხოვრებენ. ამიტომაც ბინები დღიურად ბაკურიანში ძალიან პოპულარულია, მით უმეტეს, დატვირთულ პერიოდში და სჯობს თადარიგი წინასწარვე დაიჭიროთ. სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ბინა სანდო საიტზე მოძებნოთ, სადაც განთავსებული ინფორმაცია, იცით, რომ სინამდვილეს შეესაბამება და საიდანაც საშუალება გაქვთ, პირდაპირ დაეკონტაქტოთ ბინის მეპატრონეს. ეს ყველაფერი უფრო სანდოს ხდის პროცესს და თავიდან გაცილებთ გაუგებრობებს, რომელთა შესახებაც დასვენების აქტიურ პერიოდებში ხშირად გვესმის ან თავადაც გადაგვხდენია თავს.

ბაკურიანის ინფრასტრუქტურა

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი 1935 წელს დაარსდა, სწორედ ამ დროიდან დაიწყო აქ ინფრასტრუქტურის განვითარება: სათხილამურო ტრასების მშენებლობა, გასართობი ადგილების შექმნა, სასტუმროებისა და ბინების გაქირავება. დღესდღეობით ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა, რომლებიც სხვადასხვა დონის მოთხილამურეებისთვის არის განკუთვნილი. ბაკურიანში ძალიან ბევრი გასართობი და რეკრეაციული აქტივობის გამონახვა შეიძლება: დაწყებული რესტორნებით, დასრულებული გასართობი პარკებით, ყინულის მოედნებითა და სხვა. დამსვენებლებისთვის დასარჩენი ბევრია, აირჩიეთ სასტუმროს კომფორტი ან საკუთარი აპარტამენტის ბენეფიტები. Bina24.ge-ს საშუალებით შეძლებთ, დაჯავშნოთ ბინა დღიურად ბაკურიანში, შეუთანხმდეთ მეპატრონეს ვიზიტის ხანგრძლივობასა და სხვა დეტალებზე.

picture5-1702980814.png

მნიშვნელოვანი რჩევები, როცა ქირაობ ბინას კურორტზე:

მნიშვნელოვანია ბინა დღიურად ბაკურიანში მდებარეობდეს თქვენთვის სასურველ ატრაქციებთან:აირჩიეთ ბინა დღიურად ბაკურიანში, რომელიც მდებარეობს იმ ყველაფერთან ახლოს, რაც თქვენ უფრო გჭირდებათ და გაინტერესებთ. თუ საოჯახო დასვენებისთვის ემზადებით და ბავშვებთან ერთად მიდიხართ, მნიშვნელოვანია საკვანძო ადგილებთან სიახლოვე, პარკები, ყინულის მოედნები და ა.შ.. თუ მეგობრებთან ერთად ბუხართან დროის გასატარებლად მიდიხართ, უნდა დალიოთ, გაერთოთ, ისიამოვნოთ სეზონით, მაშინ თქვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ბავშვების გასართობი ადგილებიდან სიშორეა. მოკლედ, კარგად ჩამოყალიბდით, რა მოლოდინები გაქვთ კურორტისგან, როგორი დასვენება გსურთ და შემდეგ შესაბამისი ფილტრების საშუალებით იპოვეთ თქვენთვის სასურველი ბინა. ასე გააზრებული ძებნის პროცესი არც რთულია და თანაც იცი, რომ აუცილებლად იპოვი იმას, რასაც ეძებ.

ბინა დღიურად ბაკურიანში უნდა იყოს კომფორტული: კომფორტულობა და კეთილმოწყობა ნებისმიერ ადგილას გვჭირდება, მაგრამ მაშინ როცა შენი არჩევანია ბინა დღიურად ბაკურიანში, კურორტზე ეს კომფორტი კიდევ უფრო მეტ რამედ ღირს, მეტს ნიშნავს. დღიური ბინები გამოირჩევიან კეთილმოწყობილი სამზარეულოებით, რომელიც ძირითადად ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რადგან აპარტამენტის დაქირავების მთავარი მიზეზი, სასტუმროსთან შედარებით ბიუჯეტურობასთან ერთად, ეგეც არის, რომ თქვენ თავად გსურთ იცხოვროთ ისე, როგორც სახლში, მოიმზადოთ ყავა თუ ვახშამი თავად. მაშინაც, როცა საქმე კომფორტის ხარისხსს ეხება, გამოიყენეთ შესაბამისი ფილტრები და Bina24.ge-ზე აუცილებლად იპოვით ისეთ ბინას, როგორსაც ეძებთ და როგორიც გჭირდებათ.

picture6-1702980814.png

პირდაპირი კომუნიკაცია ბინის მფლობელთან:

აირჩიეთ ის საცხოვრებელი, რომელიც მოგწონთ და პირდაპირ დაეკონტაქტეთ მფლობელს, ჰკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა წაიყვანოთ თქვენი შინაური ცხოველი, შეუთანხმებთ Check In-ისა და Check Out-ის დროები, მოკლედ თავი იგრძენით თავისუფლად, რათა ეს დასვენება მოირგოთ, და ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც წარმოგიდგენიათ. თან თუ რაიმე შეიცვალა ან თქვენთან ან მფლობელთან, ერთმანეთს პირდაპირ, შუამავლების გარეშე დაუკავშირდებით. ასე იქირაო ბინა დღიურად ბაკურიანში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, შესაბამისად, დასვენებაც შესანიშნავი გამოდის.

არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სიცივის მოყვარული ხართ თუ არა, ზამთრის ის მაგია, რომელიც ბაკურიანშია შექმნილი, ყველასთვის მიმზიდველია. ამიტომაც არაფერს უნდა მისცეთ უფლება ეს ჯადოსნურობა დააზიანოს, ამიტომაც არსებობს Bina24.ge და ამიტომაც ნებისმიერი მოგზაურობა, დასვენება, რომელსაც მასთან ერთად დაგეგმავთ იქნება სტრესის გარეშე და სასიამოვნო, თანაც მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ზამთრის კურორტად ბაკურიანის არჩევით და Bina24.ge-ს ბინების დღიური გაქირავების მოხერხებულობის გამოყენებით, თქვენ შექმნით საუკეთესო შვებულების გამოცდილებას. თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, დაიწყეთ თქვენი ზამთრის დასვენების დაგეგმვა დღესვე!

(R)