3 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააყენო ოპტიმო შენს მაღაზიაში
ოპტიმო - მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამაა სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ ინფორმაციას, რაზეც დგას თქვენი ბიზნესი - იქნება ეს გაყიდვები, შესყიდვები, მარაგების მართვა თუ სხვა.
სალაროს პროგრამა, ასეც მოიხსენიებენ ოპტიმოს, რომელიც გარდა იმისა, რომ გეხმარება ყოველდღიური საქმის უკეთ და სწრაფად კეთებაში, ხანდახან შენს ნაცვლად ფიქრობს კიდეც, ზრუნავს არა მარტო მენეჯერის, არამედ თანამშრომლების ნაყოფიერ მუშაობაზე.
და მაინც რატომ უნდა დააყენოთ ოპტიმო თქვენს სავაჭრო ობიექტში?
იმიტომ რომ მარაგების აღრიცხვა და მართვა მისი ის მთავარი უპირატესობაა, რომლითაც უდიდეს საქმეს უკეთებს ბიზნესებს.
პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანის შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს გაიგებთ, რისი მარაგი გეწურებათ და რისი შესყიდვისგან უნდა შეიკავოთ თავი. ოპტიმოს პროგრამა თვალსაჩინოს ხდის, რომელი პროდუქტის მარაგი იწურება და რომელია სასწრაფოდ შესასყიდი, რათა თქვენთან მოსულ მომხმარებელს მუდმივად დახვდეს დახლებზე ის, რისთვისაც თქვენს ობიექტს ეწვია.
გაყიდვებისა და შესყიდვების კონტროლი
მარკეტების პროგრამა ოპტიმო დაგეხმარებათ აკონტროლოთ გაყიდვები დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მარტივად ამოიცნოთ თქვენი ობიექტის ბესტსელერი პროდუქტი, ანუ ის, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება, გაიგოთ დღის რა მონაკვეთშია ყველაზე დატვირთული თქვენი ობიექტი - ანუ რა დროს სტუმრობს ყველაზე მეტი მომხმარებელი.
ასევე, მისი დახმარებით გეცოდინებათ როდის რა პროდუქციის შესყიდვა მოხდა, გექნებათ წვდომა შემოსავლებზე.
დისტანციური მართვა
ჩვენს საუკუნეში ბიზნესის დისტანციური მართვის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია, რა მოცულობის ობიექტსაც უნდა ფლობდე, თუ ოპტიმოთი სარგებლობ შეგიძლია დისტანციურ რეჟიმში ისე მართო და ისე იყო პროცესებში ჩართული, თითქოს არსად წასულხარ. თუ მოგიწევთ გამგზავრება სხვა ქვეყანაში ან ქალაქში და ფიზიკურად ვერ იქნებით ახლოს თქვენს ობიექტთან, ისევე გექნებათ წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, როგორც ადგილზე ყოფნისას. ვინაიდან ოპტიმო ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამაა, იძლევა დისტანციური მართვის საშუალებას ლეპტოპის ან მობილურის მეშვეობით, რაც უდიდეს კომფორტია.
ვისთვის არის ოპტიმო განკუთვნილი?
ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება ეს იქნება მარკეტი, ხილ- ბოსტანი, ზოომაღაზია, საცხობი, კაფეტერია, ავტონაწილების მაღაზია და.ა.შ. ყველგან, სადაც იყიდება რაიმე სახის პროდუქტი, რომელსაც სჭირდება აღრიცხვა, მარაგების კონტროლი შესყიდვების, გაყიდვების ანალიზი და სტატისტიკები წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად - გამოგადგებათ და დაგჭირდებათ ოპტიმო.
(R)