"გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული"
პარიზში ცნობილი სერიული მკვლელის მიშელ ფურნირეს ყოფილი მეუღლის, 74 წლის მონიკ ოლივიეს სასამართლო პროცესი სრულდება. 2008 წელს ქალს უკვე მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და ამჟამად ახალი ბრალდებით წარსდგა სასამართლოში.
პროცესი სამი კვირა გაგრძელდა...
მას ბრალად ედება 1990 წელს 20 წლის ბრიტანელი სტუდენტის ჯოანა პერიშის გატაცება და მკვლელობა, მოგვიანებით 18 წლის შშმ გოგონას მარი-ანჯელ დომეზის გატაცება და მკვლელობა და 2003 წელს 9 წლის ესტელ მუზანის გატაცება, რომლის ცხედარიც ამ დრომდე არ უპოვიათ. ცნობილია, რომ გოგონა მიშელ ფურნირემ მოკლა.
მიშელ ფურნირე არის ფრანგი სერიული მკვლელი, რომელიც იტაცებდა, აუპატიურებდა და კლავდა გოგონებს საფრანგეთსა და ბელგიაში.
ის 2003 წელს დააკავეს ერთ-ერთი მსხვერპლის გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და 2008 წელს შვიდი გოგონასა და ქალის მკვლელობისთვის 1987-დან 2003 წლებში, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
მისი უმცროსი მსხვერპლი სასჯელის გამოტანისას 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი 22 წლის. 9 წლის ესტელ მუზანის საქმე მაშინ გაიხსნა, როცა ფურნირე უკვე ციხეში იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფურნირეს მეუღლე მონიკ ოლივიე დაეხმარა სისასტიკეების ჩადენაში და ქალს იმავე წელს, მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.
"ყველაზე გამოცდილი სერიული მკვლელები"
ბოლო სასამართლო პროცესი აგებულია ბრიტანელი სტუდენტის ჯოანა პერიშის მკვლელობის გარშემო, რომელიც მუშაობდა ინგლისურის ასისტენტად პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოსერში. იგი 1990 წლის მაისში მოკლეს. გააგრძელეთ კითხვა