"ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი და მეგონა, ყველაზე ბედნიერი ცოლი, დედა და დედოფალი ვიქნებოდი, მაგრამ..."
პრინც ჰარის მემუარებმა მთელსმსოფლიოში გამოიწვია მითქმა-მოთქმა. თუმცა დედამისი, პრინცესა დიანა არანაკლებ გულახდილი იყო თავის წიგნში, რომლის დაწერაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოასწრო.
”პრინცესა დიანა. ცხოვრება, რომელზეც თავად გვიამბობს" - ასე ეწოდება ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომლიდანაც დიანა სპენსერის რამდენიმე გულწრფელი ციტატა შევკრიბეთ.
„ჩარლზს პირველად ჩემი დის წყალობით შევხვდი. მელაზე ნადირობა გამოცხადდა ნოუბოტლის ტყეში, ალტორპთან ახლოს. პრინცი ჩარლზიც მიიწვიეს. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სკოლიდან თავი გამეთავისუფლებინა და ამ დროს ალტორპში ვყოფილიყავი. რომც არ გავეშვი, გავიქცეოდი. სკოლაში ვმჯდარიყავი, როცა ჩვენს მამულში პრინცი მოდიოდა? არავითარ შემთხვევაში".„ღმერთო, მის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი! მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი ღალატისთვის არ ვიყავი მზად, მაგრამ ეს მერე იყო... მაშინ კი... მილიონი სასვენი ნიშანი არ გეყოფათ ჩემი გრძნობების აღსაწერად".„ჩარლზი მხოლოდ მაშინ არის ნაზი და ალერსიანი, როცა ყველაფერი მის ნება-სურვილზე კეთდება. ძალიან ზრდილობიანი და სასიამოვნოა მეგობრებთან ურთიერთობაში, ხმას არასდროს არავის წინაში აუწევს... ჩემ გარდა! შეუძლია საჯაროდ მიყვიროს და დამამციროს ისე, რომ არც შერცხვება. ყველას უნდა დაანახოს, რომ არარაობა ვარ, ვისთვისაც ზედმეტია ყურადღება, მილოცვა, ღიმილი". გააგრძელეთ კითხვა