"ცუდი ჰქონდა ნათქვამი ბიძინაზე ოთარ იოსელიანს და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ცუდი ჰქონდა ნათქვამი ბიძინაზე ოთარ იოსელიანს და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ცუდი ჰქონდა ნათქვამი ბიძინაზე ოთარ იოსელიანს და ქოცებმა არ “დაიტირეს” - სახელმწიფომ პატივი არ მიაგო.

ფეისბუქის ბაბლი შფოთავს.

თქვენი, ანუ არაქოცური ელიტის უმრავლესობაც იგივენაირად არ იქცევა?

ჩერგომ ჩემზე ცუდი თქვა, არ გავაშუქებ სულ რომ მთვარეზე გახსნას კოოპერატივი და საჯარო ინტერესს ვუღალატებ!

ჩერგომ ჩემზე ცუდი თქვა, ამიტომ სალომე ხვადაგიანს ვუპწკენ და ხობელ, სენაკელ და ფოთელ ახალგაზრდებს კონტრაქტს დავურღვევ.

მოიცა ხაზარაძეზე ცუდს ნუ ამბობ, თორემ ეწყინება და სამშობლოს ინტერესებს აღარ მოემსახურება!

თქვენც ქოცები ხართ, არც თქვენ გაგაჩნიათ საკუთარ დებილ ეგოებზე დიდი მიზნები, და ამიტომ არ გცემთ პატივს და სიბრალულით მეზიზღებით.

პრინციპის საკითხია თქვენი ქცევის ზიზღი და ამ ქცევის დისკრედიტაცია.

სხვანაირად ქოციანობა არ დამარცხდება", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.