"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა…" - რას წერს მომღერალი ნინო ბაშარული თურქეთის კლინიკიდან
ნინო ბაშარული თურქეთის კლინიკიდან ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც მომღერალი წერს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მომღერალმა ოპერაცია ფილტვზე გაიკეთა, რადგან მას თანდაყოლილი ფილტვის მანკი აწუხებდა.
"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა… რეაბილიტაციაც მალე ჩაივლის იმედია და მოვფრინავ. ვბერავ და ვბერავ ამ ბუშტებს, ტყუილად რომ არ გაფუჭდეს…
ყველაზე მზრუნველი ექთნები მსოფლიოში“, - წერს ნინო.
რამდენიმე დღის წინ, თურქეთში ჩაფრენილმა მომღერალმა კლინიკიდან ვრცელი პოსტი დაწერა, რომელშიც დეტალურად ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემაზე და მადლობა გადაუხადა კლინიკას, სადაც ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.
ნინო ბაშარული, ოპერაციამდე ხუთი დღით ადრე წერდა:
"უკვე კლინიკაში ვარ, მეგობრებო. გამოკვლევები ჩავიტარე და უკარგესი ადამიანი და ქირურგი, ერკან კაბა სულ მალე მეტყვის ოპერაციის დროს.
როგორც უკვე გითხარით, მე მაქვს თანდაყოლილი ფილტვის მანკი, ფილტვის სეკვესტრაცია, რომელიც ძალიან იშვიათია ფილტვის დაავადებებში. საჭიროა მანკიანი ფილტვის ნაწილის ამოკვეთა, რომ შემდგომ ჯანმრთელობის გართულებას ავარიდოთ თავი და ცხოვრების ხარისხი გამიუმჯობესდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ, ფაქტობრივად, რეზისტენტული გავხდი ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული ვერც ვითვლი იმდენჯერ გადავიტანე ფილტვის ანთება და პნევმონია, ყველა ანტიბიოტიკი მოვსინჯე თითქმის. ამიტომ ჩემთვის ფაგები გახდა შეუცვლელი. გააგრძელეთ კითხვა