ძალადობის მსხვერპლი სამირა საბზიანის ამბავი, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს
ირანში სიკვდილით დასაჯეს სამირა საბზიანი, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში პატიმრობაში იყო ქმრის მკვლელობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ირანში გაიზარდა შეშფოთება და პროტესტი სიკვდილით დასჯის შემთხვევების გამო.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, საბზიანი 15 წლის ასაკში დააქორწინეს. მისი ოჯახის წევრების ცნობით, ის იყო ჯახური ძალადობის მსხვერპლი. ქალი ახლა 30-წლამდე უნდა ყოფილიყო, ზუსტი ასაკი ცნობილი არ არის.
Amnesty International-ის განცხადებით, შემაშფოთებელია ირანიდან მიღებული ცნობები სიკვდილით დასჯის შესახებ. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი შვილის დედა ბავშვობაში იძულებით დააქორწინეს. გააგრძელეთ კითხვა