შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა - დაკავებულია 6 პირი - კვირის პალიტრა

შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა - დაკავებულია 6 პირი

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"