"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველ ფეხბურთელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ქართველის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"გასულ სეზონში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) დაპირისპირებაში "კვარას" მიერ გატანილ გოლზე იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა.
იმ თამაშში "პარტენოპეი" ზღაპრულად გამოიყურებოდა. ზოგადად, დღეს იტალიურ გუნდებს საკუთარი სტილი აღარ გააჩნიათ. "კვარას", ოსიმენისა და ლობოტკას შესაძლებლობებით გაოცებული ვარ". გააგრძელეთ კითხვა