"ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს არის იყო სწორი გზა" - ჯეიმი დორნანის მილიონები, რომანები და კარიერა - კვირის პალიტრა

"ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს არის იყო სწორი გზა" - ჯეიმი დორნანის მილიონები, რომანები და კარიერა

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯეიმი დორნანი ერთ-ერთია იმ ძლიერ ადამიანთა შორის, რომელთაც დაძლიეს დეპრესია და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. დღეს მსახიობი ბედნიერიც კია, ეს რთული გზა რომ გაიარა.

დორნანი ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ჰოლივუდში დაიბადა. დორნანის მამა გინეკოლოგი იყო. ჯეიმისა და მისი დების უდარდელი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა ბავშვებს სიმსივნის დიაგნოზით დედა გარდაეცვალათ.

მომავალ მსახიობს ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი ტკივილის გადატანა მოუწია - ავტოკატასტროფაში მეგობრები დაეღუპა, რაც დედის გარდაცვალების შემდეგ, მისთვის კიდევ ერთ დიდ დარტყმად იქცა. ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს არის იყო სწორი გზა. დორნანმა შეძლო და კლინიკაში სამკურნალოდ წავიდა.

განათლება მან ბელფასტის კოლეჯში მიიღო. დორნანს კოლეჯში ყველაზე მეტად რაგბი და სამსახიობო ოსტატობა აინტერესებდა. სტუდენტი თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა, რაგბის ვარჯიშებმა კი გამხდარი ბიჭი, რომელსაც ასთმა აწუხებდა, მომხიბვლელ მამაკაცად აქცია.

2002 წელს დორნანი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სამსახიობო ოსტატობა შეესწავლა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე კი ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად, სამოდელო სფეროშიც ჩაერთო. სიმპათიურმა ახალგაზრდამ ცნობილი სამოდელო სააგენტოების ყურადღება მიიქცია, პირველი კონტრაქტი კი ბრენდ Calvin Klein-თან გააფორმა.

dljwjppwwaaoxbb-1703166565.jpeg

პირველივე ფოტოსესია მისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა და დორნანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. სულ მალე კი მოდის ინდუსტრიის გიგანტების Giorgio Armani-ს, Dior-ის, Hugo Boss-ის, Bulgari-სა და Ermenegildo Zegna-ს სარეკლამო სახედ იქცა. ცნობილი გამოცემები მას უამრავი ეპითეტით ამკობდნენ, გამოცემა GQ-მ კი მას „კეიტ მოსის მამაკაცის ვერსია“ უწოდა. მოგეხსენებათ, მოდის ინდუსტრიაში კეიტ მოსიმ ყველა სტანდარტი დაარღვია. სამოდელო ბიზნესში დიდი წარმატების მიუხედავად, მას მაინც მსახიობობა სურდა, ამ სურვილის განხორციელებაში კი ცნობილი მსახიობი კირა ნაიტლი დაეხმარა.

gettyimages-51075502-2000-4a0436a12d964c24ad2f7146dda8dcff-1703166059.jpg
gettyimages

2005 წელს კირა ნაიტლიმ თავის მენეჯერს დორნანის კანდიდატურა შესთავაზა, ფილმისთვის „მარია-ანტუანეტა“. დამწყებმა მსახიობმა დორნანმა სოფია კოპოლას დრამაში კირსტენ დანსტთან ერთად ითამაშა. ფილმმა „ოსკარი“ მიიღო და დიდ წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ ჯეიმი დორნანმა კიდევ რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალშიც მიიღო მონაწილეობა.

ჯეიმი დორნანმა მაყურებლის სიყვარული ფილმ „გრეის ორმოცდაათი ელფერით“ მოიპოვა, სადაც მსახიობმა სიმპათიური მილიარდერის როლი შეასრულა. დორნანი, პარტნიორ დაკოტა ჯონსონთან ერთად ხვდებოდა, რომ ეს პროექტი მათ კარიერაში ტრამპლინი იქნებოდა და მართლაც ასე აღმოჩნდა. ფილმმა ახალგაზრდა მსახიობებს უდიდესი წარმატება მოუტანა.

media-18609-scaled-1703166059.jpg

მოგვიანებით, ფილმის კიდევ ორი ნაწილი გამოვიდა, თუმცა ისეთივე წარმატებული ვერ აღმოჩნდა, როგორც პირველი ნაწილი იყო.

„გრეის 50 ელფერის“ შემდეგ მსახიობმა განაცხადა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პერსონაჟების თამაში აღარ სურდა და დრამატული როლები აინტერესებდა.

პირადი ცხოვრება

როგორც ამბობენ, სიმპათიური მსახიობის რომანებს, ქორწილამდე ვერავინ დათვლის. ჯეიმი დორნანის რომანები პაპარაცებისა და ყვითელი პრესის საყვარელი თემა იყო.

ყველაზე ხანგრძლივი რომანი მსახიობს კირა ნაიტლისთან ჰქონდა. როგორც ამბობდნენ, მათ სერიოზული გეგმები ჰქონდათ. წყვილის ქორწინებაზეც საუბრობდნენ, თუმცა ისინი მოულოდნელად დაშორდნენ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც კარგი ურთიერთობა აქვთ.

„თვალთვალისა და ადევნების ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ამის შემდეგ ვეღარ ვიტან პაპარაცებს. არის სხვა სამსახურებიც, სადაც შეიძლება გამოიმუშაო თანხა და არ იჯდე 18 წლის გოგონას სახლის წინ ბუჩქებში ფოტოაპარატით. ეს სამსახური კი არა, რაღაც სიმახინჯეა“ - აღნიშნა მსახიობმა.

კირა ნაიტლის შემდეგ, დორნანს რომანი ჰქონდა ლინსი ლოჰანთან, სიენა მილერთან და კეიტ მოსისთან. მოგვიანებით კი მსახიობ კოლინ ფარელის ყოფილი ცოლი, ამელი უორნერი გაიცნო და ოჯახიც შექმნა. ქორწილამდე ისინი 5 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.

bce8bbd7649f0e69b43432-1703166059.16160117_-1-scaled-718x0-c-default.jpg

2013 წელს მათ პირველი გოგონა დალსი შეეძინათ, შემდეგ კი კიდევ ორი შვილი - ელვა ლორნა კეტრინი და ალბერტა მეივი. მსახიობის თქმით, მშობლის პასუხისმგებლობამ მთლიანად შეცვალა მისი ხედვა ცხოვრებაზე.

“ბავშვები საოცარი არსებები არიან, რადგან ისინი მართლაც ამ კონკრეტული მომენტით ცხოვრობენ”, - აღნიშნა მსახიობმა შვილებზე საუბრისას.

featured-img-of-post-203405-1703166059.jpg

აღსანიშნავია, რომ თუ "გრეის 50 ელფერი" მსახიობის კარიერაში დიდი წარმატების მომტანი იყო, მედიაში გავრცელდა ჭორი დორნანის ოჯახის შესაძლო დანგრევის შესახებ. ამბობდნენ, რომ უორნერი გაოგნებული იყო, როცა მეუღლე სექსუალურ სცენებში მონაწილეობდა და ნათესავებს ამ ფილმის ნახვაც კი აუკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური სკანდალის გამო, შესაძლებელი იყო ფილმის გადაღებები შეეწყვიტათ და სხვა მსახიობები მიეწვიათ, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და შესაძლოა, ეს დორნანის ჰონორარმაც გამოიწვია. გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, დორნანს 6,9 მილიონი დოლარი გადაუხადეს, შიშველი სცენებისთვის კი ცალკე 1,5 მილიონი დოლარი დაუმატეს.

"გრეის 50 ელფერის" შემდეგ მსახიობმა უამრავ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა და საინტერესო როლიც შეასრულა. პოპულარული მსახიობი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძებებში და ამას კორონა ვირუსის დროსაც აკეთებდა.