"ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ახალგაზრდა იყო" - რა ხდებოდა პრაღაში, უნივერსიტეტში თავდასხმისას და რას წერს მედია თავდამსხმელის შესახებ (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ახალგაზრდა იყო" - რა ხდებოდა პრაღაში, უნივერსიტეტში თავდასხმისას და რას წერს მედია თავდამსხმელის შესახებ (ფოტოები)

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 15 (მათ შო­რის თავ­დამ­სხმე­ლი) და დაჭ­რი­ლია 30-მდე ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც ჩე­ხე­თის მე­დია სტუ­დენ­ტებს შო­რის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, თავ­დამ­სხმე­ლი ოც­და­ო­თხი წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, დე­ვიდ კო­ზა­კი იყო, რო­მე­ლიც ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და.

თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია თუ რა ხდე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმის დროს:

ცნო­ბის­თვის, ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის, პრა­ღას ცენ­ტრში, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან სრო­ლა იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მოხ­და კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის შე­ნო­ბას­თან, რო­მე­ლიც იან პა­ლა­ჩის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე­ობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­კე­ტი­ლია მთე­ლი მო­ე­და­ნი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ცნო­ბის­თვის, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მდე­ბა­რე­ობს ტუ­რის­ტულ ზო­ნა­ში, ის­ტო­რი­უ­ლი ხი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 500 მეტრში.

ფოტოები იხილეთ ლინკზე