"ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ" - როგორ იღებდნენ ბერას ახალ კლიპს, რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე? - კვირის პალიტრა

"ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ" - როგორ იღებდნენ ბერას ახალ კლიპს, რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე?

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე ინსტაგრამის პირად გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბერას ახალი სიმღერის კლიპის გადაღების პროცესია ასახული.

რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი კლიპი "შობა სანაპიროზე" წარუდგინა, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთადაა გადაღებული.

"ლამაზმა ქალაქმა რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება დაგვიტოვა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში.

ლოგიკურია, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე გამოაშკარავდეს, მის დაბადების ქალაქში, ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!“, - წერს ბერა სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: VIDEO: "ჩვენ დავბრუნდით. ლოგიკურია, ჩვენი დადუს სახე გამოაშკარავდეს, ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ" - ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი