ჯოჯოხეთი სამუდამოდ:"თეთრი გედიდან" "შავ დელფინამდე" - რუსეთის ყველაზე საშიში ციხეები, სადაც პატიმრები ჭკუაზე იშლებიან - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთი სამუდამოდ:"თეთრი გედიდან" "შავ დელფინამდე" - რუსეთის ყველაზე საშიში ციხეები, სადაც პატიმრები ჭკუაზე იშლებიან

რეჟიმის ბნელი მხარე - რუსეთის ყველაზე სასტიკი ციხეები

მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრები სასჯელს იხდიან, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ციხეში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია. მსგავსი სისასტიკით გამორჩეული რამდენიმე მკაცრი რეჟიმის კოლონიებით რუსეთი გამოირჩევა.

ბუტირკის ციხე

butirka-1703270074.jpeg

მოსკოვის ყველაზე ცნობილი ციხე, რომელიც ეკატერინე დიდის დროს აშენდა. ეს ადგილი დროებითი გასაჩერებელი იყო იმ პატიმართათვის, რომელთაც შემდეგ ციმბირში გზავნიდნენ. ამ ციხის საკნებში, რომელიც არ ნიავდებოდა, ათასობით პატიმარმა იცხოვრა.

ციხეში დღესაც უამრავი პატიმარი იმყოფება.

ვოლოგდის მკაცრი რეჟიმის კოლონია

კუნძულ ოგნენიზე აგებული მკაცრი რეჟიმის კოლონია ერთ-ერთია მსოფლიოს ყველაზე სასტიკ საპყრობილეთა შორის. ციხეს, რომელიც რუსეთში, ვოლოგდის ოლქშია, ხშირად „ალკატრასის ციხეს“ ადარებენ. ის ტბის შუაში მდებარე კუნძულზეა აშენებული და დანარჩენ სამყაროსთან ერთი ხიდი აკავშირებს.

728x495-1-eeb6a91c9b2504899482e6add17649531016x691-0xac120004-19050703901676462375-1703270074.png

XVI საუკუნეში ამ ადგილზე მონასტერი მდებარეობდა, თუმცა 1917 წელს მონასტერი დახურეს და ციხედ გადააკეთეს. ამჟამად აქ ისინი იხდიან სასჯელს, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კოლონიაში პატიმრებს განსაკუთრებულად მკაცრად ექცევიან.

2012 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ვერტმფრენის დახმარებით კოლონიიდან გაქცევა სცადა, თუმცა მისი თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. პატიმარი და მისი დამხმარე ორი მეგობარი მეორე დღესვე, ციხიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით დააკავეს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბადრაგი კოლონიაში პატიმრებს მუდმივად აკვირდება. ცალკე ჰყავთ განთავსებული ის პატიმრები, რომელთაც ფისიქიკური პრობლემები აქვთ.

პატიმრებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე დაწოლა ეკრძალებათ. გასეირნებისას კი არ აქვთ თავის აწევისა და ზემოთ ახედვის უფლება. მათი უმეტესი ნაწილი სამკერვალოშია დასაქმებული და 12 საათს მუშაობენ. გაუსაძლისი პირობების გამო, პატიმრების ნაწილს ფსიქიკური პრობლემები და პუბერკულოზი აქვთ.

რამდენიმე წლის წინ გა­მო­ცე­მა "ტე­ლეგ­რაფ­თან" ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა ცი­ხე­ში არ­სე­ბულ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ზე ისა­უბ­რა:

"ეს ად­გი­ლი ჯო­ჯო­ხე­თია. არ არის ტუ­ა­ლე­ტე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლუ­რად ბა­ნა­ო­ბა და მთელ ცხოვ­რე­ბას სა­კან­ში ატა­რებ. აქ რომ მოვ­ხვდი, ცოლს ვუ­თხა­რი, რომ უნდა დავ­შო­რე­ბო­დით. მან იტი­რა, წა­ვი­და, მას მერე არ მი­ნა­ხავს..."

ციხე ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცე­ვა, თუ პა­ტიმ­რე­ბი წე­სებს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან. მათ პა­ტა­რა, სრუ­ლი­ად ბნელ ოთახ­ში 15 დღის მან­ძილ­ზე კე­ტა­ვენ, დაჯ­დო­მა მხო­ლოდ ხის პა­ტა­რა სკამ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

"პოლარული ბუ"

polaruli-bu-1703270075.jpeg

რუსეთის ეს სასჯელაღსრულების დაწესებულება ყველაზე სასტიკი დამნაშავეების თავშესაფარია. აქ სასჯელს იხდიან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები ან ის მსჯავრდებულები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლარული წრის მიღმაა. აქ იხდიან სასჯელს ბესლანის ტერაქტის ორგანიზატორებიც.

პატიმრებს შორის ხმამაღლა საუბარი აკრძალულია, ამიტომ ისინი ერთმანეთს ჩურჩულით ესაუბრებიან.

"შავი მთის არწივი"

berkut-1703270799.jpg

"შავი მთის არწივის" კოლონია, რუსულად კი Черный беркут-ი მოძალადეების, ტერორისტებისა და დაუნდობელი მკვლელების საპატიმროდ ითვლებოდა. აქ სასჯელის მოხდას გაუსაძლისი სიცივეები და ყინვა კიდევ უფრო ართულებდა. კლიმატი და ტაიგის გაუვალი ტყე პატიმრებს არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა კოლონიიდან გაქცევის შემთხვევა, თუმცა პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

პატიმრები კოლონიაში 24 საათის განმავლობაში 6 მეტრიან კამერაში იმყოფებოდნენ. კამერის დატოვების უფლება დღეში მხოლოდ 50 წუთით ჰქონდათ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიაში საშინელი პირობებია და პატიმართა ყოველდღიურობას ციხის მყრალი სუნი უფრო ამძიმებდა.

მონაცემების თანახმად, პატიმართა 30% 10 წელზე დიდხანს ამ რეჟიმს ვერ უძლებდა, ზოგი გაგიჟდა, ზოგიც კი თვითმკვლელობას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს კოლონია დახურეს.

„თეთრი გედი“

tetri-gedi-1703270075.jpg

„პატიმრების გედის სიმღერა“ - ხან ასეც კი ამბობენ, როცა რომელიმე პატიმარს რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში - „თეთრ გედში“ (Белый лебедь) გააგზავნიან სასჯელის მოსახდელად. როგორც ცნობილია, 1999 წლამდე ეს ადგილი გამოსასწორებელ დაწესებულებად ითვლებოდა და ციხის თანამშრომლები აქ მოხვედრილი „კანონიერი ქურდების“ „გატეხვას“ ცდილობდნენ, თუმცა მოგვიანებით, დაწესებულება გადაკეთდა და „თეთრი გედის" ერთ ნაწილში ჩვეულებრივი პატიმრები არიან, რომელთაც მრავალწლიანი სასჯელი მიესაჯათ, მეორე მხარეს კი სამუდამო პატიმრობა მისჯილები.

ამბობენ, რომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებს სასჯელის პირველი 10 წლის განმავლობაში ეკრძალებათ ახლობლებთან შეხვედრა და მათთვის წერილის გაგზავნა. ამის საშუალება მათ მხოლოდ 10 წლის შემდეგ ეძლევათ. კოლონიის ტერიტორიაზე ტაძარია და ამბობენ, რომ „თეთრი გედი“ ერთადერთი ციხეა, სადაც პატიმართა დიდი ნაწილი მორწმუნე ხდება. მათ შეუძლიათ ციხის ტერიტორიაზე ავეჯის დამზადებაც კი ისწავლონ და თან იმუშაონ.

„შავი დელფინი“

delpini-1703270075.jpeg

„შავი დელფინი“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა. აქ სასჯელს ის ადამიანები იხდიან, რომელთაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აქ გადაჰყავთ მანიაკები, პედოფილები და სხვა განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პატიმარს არ უნახავს ციხის ეზოში მდგარი შადრევანი შავი დელფინის ქანდაკებით. ეზოში გასეირნებისას მათ ზოგიერთ შემთხვევაში თვალებსაც უხვევენ.

„შავი დელფინის“ პატიმრები კამერაში კიდევ ერთ გისოსებში არიან მოთავსებულნი. საღამოს 11 სათამდე პატიმრებს არ აქვთ დაწოლის უფლება. ამ დაწესებულებიდან ჯერ არავინ გაქცეულა.

როგორც ცნობილია, 1996 წელს, როცა სიკვდილით დასჯა აკრძალეს, ასეთი მკაცრი რეჟიმის კოლონიებში თვითმკვლელობის შემთხვევები მომრავლდა, რადგან პატიმრები მძიმე პირობებს ვერ უძლებდნენ.