"ვალერი მელაძე უნდა დაისაჯოს" - სკანდალი მელაძის გარშემო: მომღერალს უკრაინის არმიის დაფინანსებას ედავებიან და რუსეთში ქონების ჩამორთმევას უპირებენ
მოძრაობა "რუსეთის ვეტერანთა“ თავმჯდომარემ ილდარ რეზიაპოვმა სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წინადადება გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ვალერი მელაძეს რუსეთში ჰონორარი უნდა ჩამოერთვას. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
რეზიაპოვის თქმით, აღნიშნული თანხა შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფოს სასარგებლოდ, კერძოდ, რუსეთის არმიის ჯარისკაცების მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ.
"რეზიაპოვი დარწმუნებულია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია ამის გაკეთება, თუ მომღერლის წინააღმდეგ საქმე აღიძრება ექსტრემიზმისთვის და სასამართლო გადაწყვეტს ქონების (მათ შორის საავტორო უფლებების) ჩამორთმევას“, - წერს SHOT.
რატომ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მელაძის წინააღმდეგ?
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, დუბაიში გამართულ კონცერტზე, მელაძემ მხარი დაუჭირა უკრაინულ ნაციონალისტურ სლოგანს, რომელიც კონცერტის დაწყებამდე ერთ-ერთმა მაყურებელმა წარმოთქვა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა.
ამის შემდეგ, სამშობლოს დამცველთა არმიის აქტივისტებმა განცხადება შეიტანეს საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში მომღერლის რუსეთში შესვლის აკრძალვისა და მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით. შემოწმების შემდეგ კომპეტენტურმა ორგანოებმა მელაძის მხრიდან რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
მოგვიანებით, "უშიშროებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის" (FPBC) ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, რათა შეემოწმებინათ მელაძის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების ფაქტები.
"ბევრ მოქალაქეს გაუჩნდა კითხვა, წავიდა თუ არა მათ მიერ გამომუშავებული ფული მოსკოვსა და დუბაიში კორპორატიულ ღონისძიებებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ბოროდინმა.
მომღერალს უკრაინის არმიის დაფინანსების ფაქტი ვერ აღმოუჩინეს.
შესაძლოა თუ არა მელაძეს რუსეთში ქონების წაართვან?
მიმდინარე წლის ნოემბერში, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანატოლი ვასერმანმა თქვა, რომ მელაძეს ქონების ნაწილი შეიძლება ჩამოერთვას გადასახადების გადაუხდელობისთვის - მომღერლის ვალი ფედერალური საგადასახადო სამსახურის (FTS) მიმართ იმ დროს შეადგენდა 275 ათას რუბლს. (გააგრძელეთ კითხვა)