რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"
"რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში" - პრობლემაზე, რომელიც საქართველოში უამრავ მშობელს აწუხებს, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.
მთავარი პრობლემა კვლავ გაჯეტებიდან მოდის, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები. "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები, ვისაც უჭირთ სწავლა. უცნაურია, ხომ? ძალიან ბევრი რამ კეთდება სკოლაში, მაგრამ ასეთი შემთხვევები ხშირია, როცა ბავშვები მოდიან, ვისაც უჭირთ წერა, კითხვა, მათემატიკა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვს ქართულად კითხვა უჭირს და ინგლისურად - არა. ეს კიდევ უცხო ფენომენია. სკოლა შენ გჭირდება იმიტომ, რომ მომავალი ცხოვრებისთვის მოემზადო და მომავალი ცხოვრება წერა-კითხვის გარეშე არ არსებობს.
როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი ყველა თანატოლი ამ რაღაცას (კითხვას) მარტივად აკეთებს და თავად ვერ აკეთებს, ხდება პიროვნების გაუფასურება. როცა ბავშვს უჭირს წერა-კითხვა, ამას ვეძახით დასწავლის უნარის დაქვეითებას. ყველას შეუძლია სწავლა, მაგრამ მიზანმიმართული დასწავლის პრობლემა შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს. ასეთ ბავშვებს ინტელექტი მაღალი აქვს და როცა ხედავენ, რომ რაღაც ელემენტარულს ვერ აკეთებენ, ეს არის მათი გაუფასურების მაქსიმუმი.
ამერიკაში მოსწავლეების 20% -ს უჭირს დასწავლა. ეს არის კითხვა, წერა, მათემატიკა ოღონდ კითხვა არის ყველაზე მეტ პროცენტში პრობლემა. სხვათა შორის, საქართველოში ბოლო წლებში წამოიწია პრობლემამ, როცა ბავშვი უკეთ საუბრობს და კითხულობს ინგლისურად, ვიდრე - ქართულად. რატომ? ინგლისურ ენის მიმართ პოზიტიური განწყობაა. ბავშვს 6 წლიდან გაჯეტი უჭირავს, ყველაფერი შემოდის ინგლისურ ენაზე. განწყობა მოზრდილებისაც არის ისეთი, რომ ეს ჩვენი ენა რეალურად არაფერში გჭირდება და 3 წლიდან ბავშვებს ასწავლიან ინგლისურ ენას. გააგრძელეთ კითხვა