"ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს" - სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - კვირის პალიტრა

"ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს" - სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა

იშ­ვი­ა­თი ორი საშ­ვი­ლოს­ნოს მქო­ნე ამე­რი­კელ­მა ქალ­მა ორ დღე­ში ორ­ჯერ იმ­შო­ბი­ა­რა - 32 წლის კელ­სი ჰეტ­ჩერ­მა ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­შა­ბათს გა­ა­ჩი­ნა, ხოლო მე­ო­რე ოთხშა­ბათს.

ჰეტ­ჩერს 17 წლის ასაკ­ში უთხრეს, რომ ორი საშ­ვი­ლოს­ნო, იგი­ვე ორ­მა­გი საშ­ვი­ლოს­ნო (uterus didelphys) ჰქონ­და - იშ­ვი­ა­თი თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის 0.3%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა.

ალა­ბა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნოს გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შან­სი ძა­ლი­ან მცი­რეა. კელ­სი ჰეტ­ჩერს მა­ნამ­დე სამი ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ახ­ლაც სჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბო­და - თუმ­ცა, რუ­ტი­ნულ­მა ექოს­კო­პი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი იყო. გააგრძელეთ კითხვა