უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში? (ფოტოები)

ოკუ­პი­რე­ბულ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი ბეთ­ლე­მი, დე­კემ­ბერ­ში, რო­გორც წესი, ათა­სო­ბით მომ­ლოც­ვე­ლი­თა და ტუ­რის­ტი­თაა სავ­სე. გი­გან­ტუ­რი ნაძ­ვის ხე, აღ­ლუ­მე­ბი და რე­ლი­გი­უ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბი შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქტმა ბეთ­ლე­მის სა­შო­ბაო გან­წყო­ბა­ზეც იმოქ­მე­და.

ქა­ლაქ­ში ქუ­ჩე­ბი და ეზო­ე­ბი ძი­რი­თა­დად ცა­რი­ე­ლია, ბეთ­ლე­მამ­დე მი­მა­ვა­ლი გზე­ბი ის­რა­ე­ლის ძა­ლებ­მა გა­და­კე­ტეს, ხოლო ახ­ლოს მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვად და­არ­ბი­ეს. ბეთ­ლემ­ში გა­ა­უქ­მეს სა­შო­ბაო ზე­ი­მიც - ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ტუ­რიზ­მზე.

პა­ლეს­ტი­ნის ტუ­რიზ­მი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბეთ­ლე­მი ყო­ველ­წლი­უ­რად 1,5 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რისტს იღებს. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები