"თან ხალხი გადამყავს, თან განწყობას ვუქმნი... კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ასევე ვარ გიდი" - გაიცანით ინტერნეტში პოპულარული ტაქსის მძღოლი, მრავალმხრივი ნიჭით
მისი ნამღერი ვიდეო ინტერნეტში წამიერად ვრცელდება. ასე იყო გუშინაც, როდესაც ნინო ზამბახიძის (ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე) მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტი სრულიად მოიცვა. კადრში ჩანს ქალბატონი ნინოს დედა, ლიკა დგებუაძე, რომელიც ალექსანდრე ალიმბარაშვილის ტაქსიში აღმოჩნდა (ვიდეოს ავტორი - ანი ფოჩხუა)...
ვიღაცებისთვის ალექსანდრე მხოლოდ ტაქსის (ერთ-ერთი კომპანიის) მძღოლია, თუმცა ამის პარალელურად ის გიდია. ტურისტებს საქართველოს აცნობს, მანქანითაც თავად ემსახურება და ფოტოებს უღებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მასზე. ალექსანდრე AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და ამბავს საკუთარ თავზე თვითონ გვიყვება.
- გიდი, ტურ-ოპერატორი, ფოტოგრაფი, მძღოლი და ლირიკული ტენორი - ამდენი რამე ერთ ადამიანში?
- ასე გამოვიდა. უკვე 10 წელია, მარტო ვმუშაობ, ჩემი, ანუ ერთი კაცის ტურისტული კომპანია მაქვს.
- ტაქსის კომპანიაშიც მსახურობთ?
- როცა არ მაქვს ტურები, ტაქსით ვმუშაობ. საღამოს, 8 საათის მერე გამოვდივარ. დამატებითი შემოსავლისთვის ურიგო არ არის, თან მე საკუთარი ახალი და კარგი მანქანები მყავს, ამიტომ დისკომფორტი საერთოდ არ მექმნება, თუნდაც საცობში მუშაობით არ ვიღლები. ამასთან, მანქანით მგზავრობა მიყვარს. ასე რომ, ამ ყველაფრისგან დისკომფორტი არ მაქვს. უსაქმოდ სახლში ჯდომა არ მიყვარს და ვცდილობ, ვიმუშაო. ზოგადად ტაქსისტობა ჩემთან იმ გაგებით არ ჯდება, რომ მანქანაზე ტრაფარეტიც არასდროს დამიდგამს, განა მეთაკილება, არა. ამ კონკრეტულ კომპანიას კორპორატიული გამოძახებები აქვს, თან ჩართულია პრემიუმი და ბიზნესკლასი, ამის გამო იქ ვიღაც შემთხვევითი მგზავრი არ ჩაგიჯდება. გააგრძელეთ კითხვა