მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები და დაზიანებული სახლები - უამინდობა თბილისსა და კახეთში (ფოტოები)
თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე წაიქცა, რომელიც ბორდიულს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე. ხე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ქარი და წვიმა დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდა. გააგრძელეთ კითხვა