"ზემოდან იყო გაცემული ბრძანება" - ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს: რას აცხადებს მომღერალი?
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალს ირაკლი ფირცხალავას სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრა. სასაზღვრო პოლიციის სპიკერის, რაისა ნოვიჩის თქმით, მომღერალმა ქვეყანაში შესვლის პირობებს ვერ დააკმაყოფილა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში 39 ადამიანს ეთქვა უარი ჩვენს ქვეყანაში შესვლაზე. საზღვრის გადაკვეთის არაუფლებამოსილი პირები არ აკმაყოფილებდნენ მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის პირობებს“, - განაცხადა მე-5 არხის სასაზღვრო პოლიციის პრეს-ოფიცერმა რაისა ნოვიჩიმ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ეთქვათ, თუ რა გახდა კონკრეტულად ფირცხალავას ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი. ამასთან, კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო.
"რაღაც პოლიტიკური თამაშებია, მაგრამ მე არ მესმის, რას უკავშირდება ეს და რატომ უნდა დაზარალდნენ ხელოვანები და მაყურებლები". გააგრძელეთ კითხვა