კოშმარული საღამო ნეაპოლელებისთვის, გაძევებული 2 ფეხბურთელი, უხეში თამაში ხვიჩას წინააღმდეგ და მაურინიო - კვარაცხელიას "დაპირისპირება" - კვირის პალიტრა

კოშმარული საღამო ნეაპოლელებისთვის, გაძევებული 2 ფეხბურთელი, უხეში თამაში ხვიჩას წინააღმდეგ და მაურინიო - კვარაცხელიას "დაპირისპირება"

სე­რია A-ს მე-17 ტურ­ში "ნა­პო­ლი“ გას­ვლა­ზე "რო­მას“ შეხ­ვდა და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 2:0 დათ­მო.

სტუ­მარ­თა გუნ­დის მწვრთნელ­მა ვალ­ტერ მა­ცა­რიმ შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა ნე­პო­ლე­ლე­ბი მო­ე­დან­ზე:

მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ჟუან ჟე­ზუ­სი, მა­რიო რუი, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ზი­ლენ­სკი, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი

ყვე­ლა ელო­და, რომ "რომა" ტრა­დი­ცი­უ­ლად დაც­ვით და ჩა­კე­ტილ თა­მაშს შეს­თა­ვა­ზებ­და მე­ტო­ქეს, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. გუნ­დე­ბი პირ­ველ ტა­იმ­ში, საკ­მა­ოდ გახ­სნი­ლად და გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით უტევ­დნენ.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. სი­მარ­თლე მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ მას "რო­მას" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ძა­ლი­ან მჭიდ­როდ და უხე­შად ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ, ერთ ეპი­ზოდ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სე­რი­ო­ზულ ტრავ­მას გა­დარ­ჩა, რო­დე­საც მას მე­ტო­ქე ფეხ­ბურ­თელ­მა სა­ხე­ში ხელი ჩა­არ­ტყა. პირ­ველ ტა­იმ­ში ხვი­ჩას­თან უხე­ში თა­მა­შის გამო "რო­მას" ორმა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ი­ღო ყვი­თე­ლი ბა­რა­თი. გააგრძელეთ კითხვა

ხვი­ჩას წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთი მორ­გი უხე­ში თა­მა­შის შემ­დეგ, "რო­მას" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჟოზე მა­უ­რი­ნიო კარ­გა ხანს უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით ელა­პა­რა­კე­ბო­და "კვა­რას", სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უხ­სნი­და პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ქარ­თველს. პორ­ველ ტა­იმ­ში გო­ლის გა­ტა­ნა ვერ­ცერ­თმა გუნ­დმა ვერ მო­ა­ხერ­ხა.