პირველად საქართველოში - სელფი მობაილის სრულყოფილი 5G  წარმატებულად გაეშვა თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში - კვირის პალიტრა

პირველად საქართველოში - სელფი მობაილის სრულყოფილი 5G  წარმატებულად გაეშვა თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში

საქართველოში მობილური ტექნოლოგიების განვითარების ახალიეტაპი დაიწყო - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმაოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტმომხმარებელს ემსახურება, დღეს გუდაურში, ოფიციალურცერემონიაზე, მოწინავე ტელეკომუნიკაციების სფეროშიტექნოლოგიის, 5G-ის დანერგვა აღნიშნა.5G ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს მომსახურებისფუნდამენტურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, უკვე სრულადხელმისაწვდომია გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისის ორუბანში - დიდუბესა და დიდ დიღომში.სელფის 5G ქსელი თბილისში საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერსჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმაგამოიყენა.აღსანიშნავია, რომ სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში წამყვანიტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით, რომელთანაცხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა.კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ს მთელი საქართველოსმასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელისწარმატებით და სრულყოფილად დასანერგად საჭირო სიხშირულირესურსის გამოყენებაზე.

selpi-5g-shida-poto-3-1703414805.jpg

სელფი საქართველოში მოწინავე ციფრული მობილური ოპერატორია,რომელიც გამოირჩევა ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიურიინოვაციების შემოტანით. სელფის სტრატეგიასთან სრულთანხვედრაშია კომპანიის გადაწყვეტილება, დაენერგასაქართველოში პირველი 5G.სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად,აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას.

ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვით,რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარესდა მინიმუმამდე შეამცირებს შეფერხებებს, საკომუნიკაციოსექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადავა ისეთუმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიც არის: ჯანდაცვა,განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა დასხვ.

სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად,აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას.

(R)