"ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე,იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…" - რას წერს ნინო ქათამაძე?
მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლო კონცერტებში არ მიიღებს მონაწილეობას და ამის მიზეზებზე "ფეისბქზე" წერს:
"მოგესალმებით. ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით)და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგანაქაც არ დაიშურეს ძალები.სამწუხაროდ, ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი..ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით "ფეისბუქზე", რადგან ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს,,..ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს", - წერს ნინო ქათამაძე