ყველაზე, ყველაზე... - კვირის პალიტრა

ყველაზე, ყველაზე...

ყველაზე ხანგრძლივი ფეიერვერკი

2023 წელი აბუ-დაბიმ რეკორდებით დაიწყო. ალ-ვათბაში, შუაღამის 12 საათზე­, დრონებისა და ფეიერვერკის 60-წუთიანი შოუ გაიმართა. შოუ რეკორდული აღმოჩნდა და გინესის 4 რეკორდი დაამყარა­. 60-წუთიანი თავბრუდამხვევი შოუდან 40 წუთი ფეიერვერკი იყო, ხოლო 20 წუთის განმავლობაში აბუ-დაბის თავზე 3000-ზე მეტი დრონი დაფრინავდა, რომლებმაც თვალწარმტაცი სანახაობა შექმნეს. ახალი წლის ღამეს შეიხ ზაიდის ფესტივალს მილიონზე მეტი ვიზიტიორი დაესწრო.

ყველაზე პატარა ახალშობილი

393154496-1062145371644382-822936160594606762-n-1703450353.jpg

სან-დიეგოს საავადმყოფოს ექიმებმა ისტორიაში ყველაზე პატარა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი 23 კვირისა და 3 დღის დაიბადა და 245 გრამს იწონიდა. გოგონა, სახელად სეიბი, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ის პირველია, ვინც ამ ასაკში შეძლო სიცოცხლის გაგრძელება. სეიბის დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ინტენსიურად აკვირდებოდნენ ექიმები. ამ ფაქტის შემდეგ სან-დიეგოს კლინიკა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.

ყველაზე პატარა ციხე

397959436-280457918341322-8915178139247607224-n-1703450353.jpg

კუნძულ სარკზე (ნორმანდიის კუნძულები) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე პატარა ციხე, სადაც სულ ორი საკანია. შენობა, რომლის ფართობი 20 კვმ-ზე ნაკლებია, 1856 წელს ააშენეს. მას მხოლოდ წინასწარი პატიმრობისთვის იყენებენ - დაკავებულები ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღეს ატარებენ, შემდეგ კი მეზობელ კუნძულ გერნზიზე გადაჰყავთ. ციხის პირველი პატიმარი მოსამსახურე გოგონა იყო, რომელმაც დიასახლისს ცხვირსახოცი მოჰპარა...

ყველაზე პატარა ავტომობილი

387518107-2841444532674177-7774882117786190172-n-1703450353.jpg

Peel P50 - ეს მსოფლიოს ყველაზე პატარა ავტომობილია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სულ სამი ბორბალი აქვს - ორი წინ, ერთი კი შუაში. ავტომობილი ერთადგილიანია და მხოლოდ ერთი კარი აქვს. მისი წარმოება დიდ ბრიტანეთში 60-იან წლებში დაიწყო. Peel P50-ის სიგრძე 137 სმ, სიგანე კი 99 სმ-ია და სულ 59 კილოგრამს იწონის. Peel P50 მოტოციკლეტის 4,2-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი და 60კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. თავდაპირველად მისი ღირებულება 30.000 დოლარს შეადგენდა, თუმცა ახლა აუქციონებზე მისი ფასი 150 ათას დოლარს აჭარბებს. 2010 წელს Peel P50 გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ყველა დროის ყველაზე პატარა სერიული წარმოების ავტომობილი.

ყველაზე დიდი ყვავილი

393090332-1535551277188335-8753331845724546915-n-1703450352.jpg

რაფლეზია არნოლდი - ასე ეწოდება მსოფლიოს ყველაზე დიდ ყვავილს. ყვავილი XIX საუკუნის დამდეგს ბრიტანელმა მეცნიერმა და ბოტანიკოსმა ჯოზეფ არნოლდმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე 1818 წლის ექსპედიციის დროს აღმოაჩინა.­ სახელწოდებაც ბრიტანელი მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა. ჯოზეფ არნოლდის შემდეგ რაფლეზიაზე დიდი ყვავილი არავის აღმოუჩენია. ყვავილის დიამეტრი დაახლოებით ერთი მეტრია, წონა კი 10 კილოგრამს აღემატება. მას 5 მოვარდისფრო-მოყავისფრო ფურცელი აქვს. შუაგული ქოთანს წააგავს და მასში 6 ლიტრამდე წყალი ეტევა. რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი აზიის სამხრეთ ნაწილში ხარობს. რაფლეზია არნოლდს მეტსახელად "გახრწნილ ყვავილს" უწოდებენ, რადგან მას ჩვეულებრივი ყვავილისგან განსხვავებით არასასიამოვნო სუნი აქვს.

ყველაზე დიდი საკრუიზო გემი

385540721-1077968763639898-3131220819923385443-n-1703450353.jpg

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო გემის, ღოყალ ჩარიბბეან Iნტერნატიონალ’ს Iცონ ოფ ტჰე შეას-ის აგება უკვე დასრულებულია და ის პირველ ვოიაჟში 2024 წლის იანვარში კარიბის წყლებიდან გაემგზავრება. მისი სიგრძე 265 მეტრია და 250 800 ტონას იწონის. გემი ბორტზე 5610 მგზავრსა და ეკიპაჟის 2350 წევრს იტევს. აქვს 20 გემბანი, 7 აუზი, 9 ჯაკუზი და 2805 კაბინა. ასევე, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტ­რები, რესტორნები, ბარები და ა.შ. პირველ კრუიზში წასვლამდე მსოფლიოს ყველაზე გრძელი გემის სტატუსი Symphony of the Seas-ის ეკუთვნის, რომლის სიგრძე 262 მეტრია.

ყველაზე დიდი საცურაო აუზი

387512684-327685150086038-6197643761344220433-n-1703450353.jpg

მსოფლიოში ყველაზე დიდი საცურაო აუზი ჩილეში, კურორტ სან ალფონსო დელ მარიში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. კომპლექსი 8 ჰექტარზეა გადაჭიმული, სადაც განთავსებულია დახურული აუზი, წყლის ატრაქციონები, საბავშვო ზონები. აუზში ჩასხმულია 250 მილიონი ლიტრი ოკეანის წყალი. კომპლექსის აშენების იდეა ჯერ კიდევ XXI საუკუნის დამდეგს დაიბადა, რადგან სან ალფონსო დელ მარიში სანაპირო ზოლი დაბინძურებულია, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. პროექტი 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა, აუზის მოვლის ყოველწლიური ხარჯი კი 4 მილიონ დოლარს აჭარბებს. მსოფლიოს ყველაზე დიდი საცურაო აუზი 2006 წელს გაიხსნა და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა.

სოფო კაჭარავა