2023 წლის 14 დეკემბერი ისტორიული დღე! - კვირის პალიტრა

2023 წლის 14 დეკემბერი ისტორიული დღე!

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არის ქვეყნის გამარჯვება და დღესასწაული საქართველოს ყველა მოქალაქისთვის!

2a-1703454093.jpg

ეს მართლაც ისტორიული დღე შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, საქართველო მაინც პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობის დღეს - 1918 წლის 26 მაისს აღნიშნავს. ჩვენ ვიცით მაშინდელი პოლიტიკური ვითარება, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მენშევიკურმა მთავრობამ, ფაქტობრივად, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, მაგრამ ეს მოვლენა მთელი საქართველოსთვის აღმაფრენად იქცა. 2023 წლის 14 დეკემბერი ასეთივე დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დღე შეიძლება ჩაანაცვლოს მხოლოდ იმ ბედნიერმა დღემ, როდესაც საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გამოცხადდება!

410947509-744010044426678-6486741279301756584-n-1703454093.jpg

5-1703454093.jpg