გუეიჭოუს სატრანსპორტო კომპანიები საქართველოში მსხვილი პროექტების მშენებლობაში მონაწილეობენ - კვირის პალიტრა

გუეიჭოუს სატრანსპორტო კომპანიები საქართველოში მსხვილი პროექტების მშენებლობაში მონაწილეობენ

წელს "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ერთობლივი მშენებლობიდან 10 წელი შესრულდა. Guizhou Daily-m ­da Kweichow Moutai-მ ერთობლივად წამოიწყეს ამბების სერია „გუეიჭოუს ისტორიები სარტყლისა და გზის გასწვრივ". დღევანდელი ამბავი საქართველოში ვითარდება.

E60 გზატკეცილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან იწყება, კავკასიის მთებს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება და 57,81 კილომეტრის გავლის შემდეგ საპორტო ქალაქ ბათუმამდე აღწევს.

სამშენებლო-ინფრასტრუქტურულმა კომპანია Guizhou-მ, რომელიც საქართველოდან 5 800 კილომეტრით დაშორებული ჩინეთიდან ჩამოვიდა, საქართველოში საქმიანობა ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი საზღვრისპირა მეგობრობას Wumeng Mountain-სა და კავკასიის მთებს შორის.

ნოემბერში საქართველოში კვლავაც მზიანი და თბილი დღეებია. 5 ნოემბერს, დილის 10 საათზე საქართველოს ქალაქ ზესტაფონში, E60 საავტომობილო გზის F4 მარკის სამშენებლო მოედანზე ჩაფხუტიანი მუშები საკმაოდ რთულ სამუშაოებს ასრულებენ. Guizhou Communications Construction Group-თან დაკავშირებული Guizhou Highway Engineering Group-ის საქართველოს პროექტის მენეჯერის მეი შილუნის თქმით, ამაყობს გზის ამ მონაკვეთით.

"ეს არის ძველი და ახალი E60 მაგისტრალების შეერთება. გზის ეს მასშტაბური მონაკვეთი ჩვენი, გუეიჭოუს ხალხის მიერ აშენდა", - განუცხადა მეი შილუნმა ჟურნალისტებს.

2020 წელს Guizhou Highway Engineering Group საქართველოში ჩამოვიდა და მონაწილეობა მიიღო ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულების დამაკავშირებელი გზის ამ "არტერიის" მშენებლობაში. "ეს პროექტი Guizhou Highway Engineering Grouპ-ის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიას აქამდე განუხორციელებია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ახლა ყველა გვირაბი წარმატებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან და მიღწეულია მნიშვნელოვანი ეტაპობრივი შედეგები, რაც მტკიცე გარანტიაა მთელი ხაზის გასახსნელად", - განაცხადა მეი შილუნმა.

როგორც საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო სატრანსპორტო რგოლი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, E60 გზატკეცილი ყველაზე დიდი და ყველაზე რთული პროექტია ქვეყნის ისტორიაში. იმის გამო, რომ საქართველოს ტოპოგრაფია ძალიან ჰგავს გუიჯოუს ტოპოგრაფიას, Guizhou Highway Engineering Group-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მთიან დასახლებებში სწრაფმავალი მაგისტრალების მშენებლობითა და სამშენებლო ტექნიკით, საქართველოს მთავრობამ ახალი მონაკვეთის აშენების მიზნით შეარჩია, ვინაიდან საქართველოსა და გუეიჭოუს შორის ბევრი რელიეფური მსგავსებაა. სწორედ ამიტომ გუეიჭოუს მშენებლები კავკასიის მთებში გზების ასაგებად ჩამოვიდნენ.

მათ უდიდესი ძალისხმევა გასწიეს მიწისქვეშა მდინარეებში სამუშაოების ჩასატარებლად, გვირაბებისა და ხიდების ასაგებად, რათა საბოლოოდ მოქალაქეებმა მთებისა და ქედების გავლით მშვიდად იმგზავრონ.

იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გუეიჭოუს გუნდის პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარეობით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

"საქართველოსთვის E60 გზატკეცილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ქვეყნის სასაქონლო გადაზიდვების არეალის 60%-ს ფარავს. მისასალმებელი და სამაგალითოა ის ძალისხმევა და სამშენებლო ტექნოლოგია, რომელიც ამ გზის ასაშენებლად გუეიჭოუმ აჩვენა", - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

china-2-1703495987.jpg

საქართველო წამყვანი ადგილია უძველესი აბრეშუმის გზისა და თანამედროვე ევრაზიული დერეფნისთვის, ის ასევე არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა და აქტიურად მონაწილეობს "ერთი სარტყელი, ერთი გზის"“ინიციატივის წარმატების ერთობლივ მშენებლობაში. დღეს სწორედ საქართველოში ხვდება და ერთმანეთს ერწყმის უძველესი აბრეშუმის გზა და დღევანდელი მაგისტრალები.

Guizhou Highway Engineering Group-ის მიერ აშენებულმა "ბედნიერმა გზამ"“ საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავა. მას შემდეგ, რაც Guizhou Highway Engineering Group ჩაერთო პროექტში, კომპანიას შეუერთდნენ ქართველი ტექნიკოსი სერგი ბეჟანიშვილი და მისი მეუღლე, რომელთაც სამუშაოს დაწყებიდან მალევე შვილი შეეძინათ. სამსახური, უფრო კონკრეტულად კი პროექტების დეპარტამენტი წყვილის "მეორე სახლი"“გახდა.

კომპანიის ახალგაზრდა ქართველი თანამშრომელი შალვა ჩიხლაძე, რომელმაც დაამთავრა Zhejiang University და ჩინეთის Renmin University, მიიწვიეს F4 სტანდარტის ხიდის პროექტის მენეჯერის ასისტენტად. შალვა ფლობს ჩინურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ამ ენების გამოყენებით ჩინელ კოლეგებს სამუშაოების შესრულებაში, მთავრობასთან ურთიერთობისას თარგმანში და პოლიტიკის ფორმულირებაში ეხმარება.

"სამი წლის წინ გავიგე, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქთან ჩქაროსნული გზის აშენებას აპირებდნენ. მოგვიანებით Guizhou Highway Engineering Group-დან დამიკავშირდნენ და პროექტების დეპარტამენტში მუშაობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს შალვა ჩიხლაძე.

შალვა დარწმუნებულია, რომ E60 ჩქაროსნული მაგისტრალი მეზობელ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთდაკავშირებადობას გაზრდის და უფრო მჭიდროს გახდის.

"მაგისტრალების მნიშვნელობა მთელი ქვეყნისთვის თავისთავად აშკარაა და ძალიან ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვარ", - აღნიშნა შალვა ჩიხლაძემ.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი. სექტემბერში, 12th China (Guizhou) International Alcoholic Beverages Expo-ზე, რომელიც გუეიჭოუს პროვინციაში ჩატარდა, გუეიჭოუსა და იმერეთს შორის ხელი მოეწერა ჩინეთისა და საქართველოს ამ ორ მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების შეთანხმებას. ეს ორი რეგიონი მომავალში ისეთ სფეროებში ითანამშრომლებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განათლება.

ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინი­ციატივის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ჩინეთის თანამედროვე "მშვიდობის ქარავანი" მუდმივად წინ მიიწევს აბრეშუმის გზის უძველეს სავაჭრო მარშრუტზე. ეს გზა კიდევ ერთხელ დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, რითაც ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებისა და კეთილდღეობის უზარმაზარ პოტენციალს.

დღეს Wumeng Mountain კავკასიის მთებს უკავშირდება. საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, გუეიჭოუმ "ერთი სარტყელი, ერთი გზის" გასწვრივ ტრანსნაციონალური თანამშრომლობის განვითარების ყოვლისმომცველ სურათს ჩაუყარა საფუძველი და ამ ყველაფრის მიღწევა დიდი შრომისა და განვითარების შედეგად გახდა შესაძლებელი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გზებისა და ხიდების მშენებლობაში, რომელიც უზრუნველყოფს "გუოჭოუს გადაწყვეტის"“არსებით როლს.

წყარო: Guizhou Daily

R