ნავალნი არქტიკაში იპოვეს - სად გადაიყვანეს ჩუმად მთავარი რუსი ოპოზიციონერი?! - კვირის პალიტრა

ნავალნი არქტიკაში იპოვეს - სად გადაიყვანეს ჩუმად მთავარი რუსი ოპოზიციონერი?!

ალექსეი ნავალნი არქტიკის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.

„ჩვენ ალექსეი ნავალნი ვიპოვეთ. ის ახლა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ხარპის დასახლების IK-3-ში იმყოფება. დღეს მას ადვოკატი ეწვია. ალექსეი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა კირა იარმიშმა.

ნავალნის ადვოკატმა კი მხარდამჭერებსა და მედიას მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მედიას, რომლებიც ალექსეის ბედით შეშფოთებული არიან და სიტუაციის შესახებ წერით არ იღლებიან“, - აღნიშნა ნავალნის ადვოკატმა, ივან ჟდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერთან კონტაქტი მისმა მხარდამჭერებმა ორი კვირის წინ დაკარგეს.

"ინტერპრესნიუსი"