არესტოვიჩის მორიგი სკანდალური განცხადება - "ვაშინგტონში და ბრიუსელში უყურებენ, როგორ ახტება ორი მაიმუნი ერთმანეთს დანებით"
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, რომელიც ახლა უკრაინის საზღვრებს მიღმა იმყოფება, მორიგ პრორუსულ სკანდალში გაეხვა.
მისი თქმით, როგორც კი ქვეყნებს შორის სამშვიდობო ზავი დაიდება, რუსეთმა და უკრაინამ ერთად დასავლეთს უნდა უჩივლონ.
"ახლა ერთმანეთის ასობით, ათობით ათას ადამიანს დავხოცავთ ავდეევკასთვის, ჩასოვიარისთვის. და რისთვის? რას მიიღებს ამით რუსეთი და უკრაინა?!
რას მივაღწიეთ ისტორიულად? ჩვენ (უკრაინელები - რედ.) მოვეწონეთ ვაშინგტონისა და ბრიუსელის საოლქო კომიტეტების ბიძიებს, რომლებიც დგანან და ტაშს უკრავენ - უყურებენ, როგორ ახტება ორი მაიმუნი ერთმანეთს დანებით?