"რა კონკურსი, მსოფლიო კონკურსები მაქვს მოგებული. წულუკიანის პრემია ვის რაში სჭირდება?" - რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე კულტურის მინისტრთან დაპირისპირებაზე?
გუშინ, 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში კონკურსის - "მუზა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თეა წულუკიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, წულუკიანს სიტყვით გამოსვლისას, როგორ უპირისპირდება მწერალი ირაკლი კაკაბაძე.
ambebi.ge ირაკლი კაკაბაძეს დაუკავშირდა.
- ირაკლი, რა გახდა თქვენი აღშფოთების მიზეზი?
- ერთი, რომ კულტურის მინისტრმა უნდა იცოდეს კულტურა, მერე წიგნის კითხვა - ძლივს კითხულობს რაღაცებს... ვუთხარი, რა გინდოდ ამ კულტურის სამინისტროში რომ დაგნიშნეს, რა იცი კულტურის?! წასულიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრად ან იუსტიციის მინისტრად დარჩენილიყავი, იქ რაღაცებს აკეთებდი - მეთქი... დღეს ყველას ვალდებულებაა, ართურ მილერის "კომივოიაჟერის სიკვდილი“ წაიკითხოს... 2 წლის წინ წულუკიანს ეს ვუთხარი, თუ კითხვის თავი არ გაქვს, კინო მაინც ნახე 1986 წელს არის გადაღებული, დასტინ ჰოფნამანი თამაშობს-მეთქი. არ დამიჯერა. არაფერს გვიჯერებს. ეგ ხომ უნდა იყოს ხალხის მსახური, ჩვენი მსახური?! მაგრამ წიგნებს არ კითხულობს, საშინაო დავალებას არ ასრულებს და მაგას როგორ უნდა ელაპარაკო?! ეგ ვაჭრუკანა ბიძინას ემსახურება, რომელმაც საყდრისი გაყიდა.
- გუშინ კონკურსზე იყავით მწერალთა სახლში მიწვეული?
- რა კონკურსი, რის კონკურსი, მსოფლიო კონკურსები მაქვს მოგებული. წულუკიანის პრემია ვის რაში სჭირდება?! აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შარშან ხალხის ჯინაზე ზურაბ რთველიაშვილის ფესტივალი ჩაშალა. ზურაბ რთველიაშვილი 21-ე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტია, მთელმა მსოფლიომ მიიღო და მაგან ფესტივალი ჩაშალა... ზურაბ რთველიაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და 21-ე საუკუნის უდიდესი პოეტია. მაგრამ იმ ვაჭრუკანამ უთხრა, არ გვინდა პოეტებიო. ვაჭრების ძეგლები დავდგათ, ვაჭრები ვადიდოთო, ფული, ფული, ფულიო... მაგათ დაღუპავთ ფული! წავიდნენ მონასტერში და მოინანიონ. გააგრძელეთ კითხვა