"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბის მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს - რას ამბობს დავით დვალი? - კვირის პალიტრა

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბის მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს - რას ამბობს დავით დვალი?

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბის, და­ვით დვა­ლის მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს. მსა­ხი­ო­ბი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მომ­ხდა­რი მის როლ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან რო­გორც დვა­ლი ამ­ბობს, ზოგ­ჯერ პერ­სო­ნაჟს და მსა­ხი­ობს ერ­თმა­ნეთ­თან აი­გი­ვე­ბენ.

მსა­ხი­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი სახ­ლთან ახ­ლოს, პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

"დღეს დი­ლას და­მი­რე­კა მე­ზო­ბელ­მა, რომ შენი მან­ქა­ნა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და რა ხდე­ბაო. რომ ჩა­მო­ვე­დი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდა. ჯერ­ჯე­რო­ბით ამო­უც­ნო­ბი პირი, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წიხ­ლე­ბით აზი­ა­ნებ­და მან­ქა­ნას. ფაქ­ტი არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, ვან­და­ლიზ­მია.

რო­გორც ჩანს, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, შემ­დეგ რომ გვე­ფიქ­რა, რომ ზე­მო­დან რა­ღაც გად­მო­ვარ­და და იმი­ტომ და­ზი­ან­და ავ­ტო­მო­ბი­ლი, გად­მოგ­დე­ბუ­ლია დიდი სა­გა­ნი [...] ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. ზოგი ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვამს მსა­ხი­ო­ბის როლს და აი­გი­ვებს როლს და პერ­სო­ნაჟს ერ­თმა­ნეთ­თან", - გა­ნა­ცხა­და და­ვით დვალ­მა "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უ­ბარ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე ვან­და­ლიზ­მის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.