"არცერთ ღონისძიებაზე მე არ ვმონაწილეობ, არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ" - რას აცხადებენ მომღერლები, რომლებიც საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებზე არ მონაწილეობენ?
რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საახალწლო კონცერტებზე არ დაპატიჟეს.
როგორც მთავარი არხის სიუჟეტიდან ირკვევა, იგივე პრობლემა სხვა მომღერლებსაც აწუხებთ:
"არამარტო ამ ახალ წელს ყოფილა ასე...სპონტანურად არ დამიწერია, ეს გრძელდება რამდენიმე წელია. მარტო საახალწლო კონცერტზე კია არა სხვა სახალხო ზეიმებზეც ასე ვართ, არადა ასეთ დრო სრულიად დანახარჯების გარეშე შეგიძლია შეხვდე შენს მსმენელს, სიახლე აჩვენო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ შენს მსმენელთან არ გაწყვიტო კონტაქტი" - ამბობს ნინო ქათამაძე
"არცერთ ღონისძიებაზე მე არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ არ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბიდან ამოებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული და ქვეყანას ჰყავს მრავალფეროვანი მსმენელი...ხალხი მოდის არტისტების სანახავად და ეს არის ხალთან მოსიყვარულების შანსი" - აცხადეს სოფო ნიჟარაძე.
" ნებისმიერ ქვეყანაში,. როცა სახელმწიფო აკეთებს კონცერტს, ყველა მომღერალს უნდა დაურეკოს, ვინც რეიტინგულია და ვინც ხალხს უყვარს. ლელას ისედაც აქვს კონცერტები, სადაც ხალხია იქ ვართ ჩვენც" - აღნიშნავს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.