თურქეთში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა - დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - კვირის პალიტრა

თურქეთში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა - დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

"ინტერპრესნიუსი"