რა უთხრა პუტინმა სააკაშვილს ბოლო შეხვედრისას - "კარგს არაფერს გპირდები, მაგრამ..."
გამოცემა Le Point მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუს თარგმანს თავად ყოფილი პრეზიდენტი სოცქსელში აქვეყნებს.
" ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება. ჩემი მოწამვლის მძაფრმა ფაზამ გადაიარა, თუმცა სიმპტომები დარჩა. ჩემი პატიმრობის დასაწყისში ჩემი ზურგის ტვინი ძალადობის შედეგად დაზიანდა, ეს გადაადგილებისას ტკივილს და სირთულეებს მიქმნიდა", - აცხადებს სააკაშვილი.
კითხვაზე, საკვებს როგორ იღებთ, სააკაშვილი პასუხობს:" ჩემი მენიუ ძალიან შეზღუდულია. მე უკვე აღარ შემიძლია მივიღო ის საკვები, რომელსაც ვიღებდი შიმშილობამდე და მოწამვლამდე". მისივე თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტის წევრებთან სატელეფონო საუბარი და მათი მიღება აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი აძლევს ამის უფლებას.
კითხვაზე, რომ ზოგიერთები დასავლეთში უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. რამდენად მართლები არიან ისინი? შესაძლებელია ჯერ კიდევ პუტინთან მოლაპარაკება? სააკაშვილი პასუხობს:"პუტინთან მოლაპარაკებები აბსოლუტურად შეუძლებელია. 2008 წელს ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიას იძლეოდა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე დღეში დაარღვია იმაზე დაყრდნობით, რომ აუცილებელია ახალი რეალობის გათვალისწინება. რუსეთს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა და შემდეგ ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმა"
სააკაშვილი პუტინთან ბოლო შეხვედრასაც იხსენებს
"პუტინთან ჩემი ბოლო შეხვედრის დროს მან მითხრა: „თქვენი დასავლელი მეგობრები ბევრ სიკეთეს გპირდებიან, მაგრამ საკუთარ დაპირებებს არ ასრულებენ. მე კარგს არაფერს გპირდები, მაგრამ საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“
კითხვაზე - თქვენ კარგად იცნობთ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვლით თუ არა, რომ მას საკუთარი სტრატეგიის შეცვლა მართებს? - სააკაშვილი პასუხობს:" ზელენსკი გააგრძელებს უკვე დაწყებულ რეფორმებს და შიდა რეპრესიებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ არსებობას პარლამენტისა და თვითმმართველობის დონეებზე, რომლებიც ბლოკავენ და აფერხებენ ზელენსკის ზოგიერთ რეფორმებს ომის პირობებშიც კი".
კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს მთავრობის პრორუსულ პოზიციებს შორის გარღვევა? მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: დახმარების გაწევა მხოლოდ მიზანმიმართულ სანქციებს შეუძლიათ. არჩევნების გრძელვადიანი დაკვირვება, რეფორმების მომზადებაში დახმარება და საჯარო განცხადებები, რომლებიც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას წაახალისებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს. სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე სლოვაკეთში მეჩიარეს (ვლადიმერ მეჩიარ, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1990-1998 წლებში. რედ.). ევროკავშირისთვის დიდი შეცდომა იქნებოდა ურთიერთობების ძველებურად გაგრძელება იმ რეჟიმთან, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და პუტინის სასიხარულოდ ციხეში ოპოზიციის ლიდერი ჰყავს გამოკეტილი. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობენ სხვა პოლიტპატიმრები, რომელთა შესახებ არავინ არ იცის, საქართველოში არ არსებობს ადგილი, სადაც რეალური მართლმსაჯულება აღესრულება. ოლიგარქი დარწმუნებულია, რომ მისი მთავრობა მუდმივად დარჩება და არანაირ ვითარებაში არ დათმობს ძალაუფლებას. ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ მე არ შევიდე ისტორიაში როგორც უკანასკნელი ლიდერი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება".
კითხვაზე, როგორ რეაგირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების თაობაზე მზაობის ნიშნებზე, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:" საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. მისი განცხადებები სახელმწიფო მოღვაწის საკადრისია. მე ვუწონებ მას სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, რომელიც მან ევროპის საკითხში გამოამჟღავნა. ჩემთვის ძალიან ძნელია ჩემს ოჯახსა და შვილებთან განშორება. ჩემი ქალიშვილი ალისა ფიქრობს, რომ მე არ მივდივარ სახლში იმ მიზეზით, რომ სულ დაკავებული ვარ სამსახურში. ჩემი ვაჟიშვილი ნიკოლოზისთვის, მოზარდისთვის და შესაბამისად, ძალიან მძიმე ასაკში მყოფისთვის, ჩემი პატიმრობა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაა. 77 წლის დედაჩემი ყოველდღე მოდის ციხის საავადმყოფოში და ჩემთვის საკვები მოაქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად მძიმეა ეს? ბოლოს, რაც მკლავს, არის ის, რომ მე ვიცი, რომ წარდგენილ ბრალდებებში სრულიად უდანაშაულო ვარ და საქართველოში სამართლიან სასამართლოს ვერ მივაღწიე. ფაქტია ის, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჩემი გათავისუფლება სურს.
კითხვაზე, იგებს თუ არა ომს რუსეთი, სააკაშვილი პასუხობს:" ნამდვილად არა. არ არსებობს შემთხვევა, როცა მსხვილი ქვეყანა, რომელიც უშედეგოდ ატარებდა თავდასხმით ომს, შეძლო წლების განმავლობაში ეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები და საბოლოოდ მოეპოვებინა გამარჯვება. რუსეთი გაიჭედა და კოლაფსისთვის არის განწირული".