როგორია ენერგო ეფექტური ღუმელი და რატომ უნდა შევცვალოთ ძველი ახლით
აქ არაფერია გაუგონარი და არატრადიციული. სად იყო ბუნებრივი აირი, ადამიანი რომ შეშას მოიხმარდა გასათბობად და საკვების მოსამზადებლად. ადამიანს ოდითგანვე გამოჰქონდა ტყიდან მოჭრილი ხე დასაწვავად. ძალიან ბევრს გვინახავს დღესაც კი სოფლებში დახვრეტილსა და დაბრეცილ ღუმელში შეყრილი შეშა. უცებ აგიზგიზდება, დიდ სითბოს გამოყოფს და მალე იწვება. ცივი, უსახური „ფეჩი კი არც ლამაზია და არც გვათბობს.
სწორედ ესაა ძველი ღუმელების ყველაზე დიდი პრობლემა – დიდი თბოდანაკარგები და გამონაბოლქვი ატმოსფეროში. დუშეთის რაიონში. სოფელ ჩანადირიანთკარში არსებობს ქარხანა, რომელიც ენერგო ეფექტურ ღუმელებს აწარმოებს. ლამაზს, ევროპული სტანდარტის შესაბამისს და რაც მთავარია ბევრად უფრო ეკონომიურს, ვიდრე ძველი, დაბრეცილი ღუმელები...
ზაალ ხელაძე, ბაზალეთის მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვნელი:
სითბური ენერგიის წყაროდ საქართველოს რეგიონების საცხოვრებელი სექტორის 57%-ში შეშა გამოიყენება. შეშა ყველაზე პოპულარული ბიოენერგეტიკული რესურსია საქართველოში, ის გამოიყენება გათბობისთვის და საჭმლის მოსამზადებლად. ზოგადად მას ძალიან არაეფექტიანად წვავენ, რადგან არ ხდება შეშის წინასწარი გაშრობა, ღუმელები დაბალეფექტიანია, რის გამოც იკარგება დიდი რაოდენობის ენერგია. დატვირთვა მოდის ადგილობრივ სატყეო რესურსებზე. ეს იწვევს ტყეების გაჩეხვასა და ნიადაგის დეგრადაციას, ბიომრავალფეროვნების შემცირებას . გარდა ამისა, შენობების ენერგოეფექტიანობა სოფლად ძალიან დაბალია, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად უმარტივესი და უიაფესი ზომებიც კი არ მიიღება. რეგიონებში ებრძვიან სუფთა ენერგიის არაადეკვატურ ხელმისაწვდომობას, მაღალია ენერგიის ხარჯები, შიდა ჰაერის დაბინძურება და ეკონომიკური
გამოწვევები.
გარდა ამისა ზრდის ჯანმრთელობის რისკებს.
- ანუ შეშის საწვავად გამოყენება უსაფრთხო არ არის?
მე ამას ასე ვიტყოდი : დაბალი ეფექტურობის ღუმელები, ნედლი შეშის
გამოყენება - მოსახლეობაში , სახოვრებელი სახლების დაბალი ენერგოეფექტურობა მოსახლეობას სხვადასხვა გამოწვევების წინაშე აყენებს. რომელთა გადაჭრის გზა თანამედროვე ენერგოეფექტური ღუმელებია. ამით დაიზოგება არა მარტო ტყე, არამედ მოახლეობის ფულადი სახსრებიც.
- როგორც ვიცით მოქმედებს დაფინანსების სპეციალური პროგრამა ,
რომელიც ამ ახალ, ენერგოეფექტურ ღუმელებს მოსახლეობისთვის
ხელმისაწვდომს ხდის ჩვენი პროექტი გულისხმობს მყარი ბიომასის ღუმელების უფასო დისტრიბუციას სოციალურად დაუცველ ოჯახებში დუშეთის მუნოციპალიტეტის მაღალმთიან თენებში . გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ღუმელი შეიძინოს ვაუჩერით და გადახდილი თანხის ნაწილი უკან
დაიბრუნოს. ეს ღუმელები სუფთა და ეფექტური გათბობის ალტერნატივაა. მცირდება შიდა ჰაერის დაბინძურება და გაძლიერებული თერმული კომფორტი კი
მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსს გააუმჯობესებს. ღუმელები მოიხმარს
ბევრად უფრო ნაკლებ შეშას. ეს დამატებით გამოთავისუფლებული თანხაა
ოჯახებისთვის. რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყონ რესურსები სხვა
აუცილებელ საჭიროებებზე.
- შიდა ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის პრობლემები, რაც
დაკავშირებულია ძველ ღუმელებთან..
გათბობის ტრადიციულ მეთოდებზე დამოკიდებულება, როგორიცაა
არაეფექტური ღუმელები, ხელს უწყობს შიდა ჰაერის დაბინძურებას, რაც იწვევს
რესპირატორული ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს.სერთიფიცირებული ბიომასის ღუმელები მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე გამონაბოლქვს საცხოვრისებში რაც უზრუნველყოფს უფრო სუფთა და ჯანსაღს შიდა გარემოს.
- გარდა იმისა, რომ ბიომასის ღუმელები ბევრ პრობლემას აგვარებს.
გაცილებით უკეთ ათბობს და ნაკლებ შეშას მოიხმარს, ვიზუალურადაც გამორჩეულია.
დიახ. დიზაინზეც ვიმუშავეთ და აი , ასეთი ევროპული ტიპის ღუმელები უკვე
ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ფუნქციურად
სრულად განსხვავებულია ძველი არაეფექტური ღუმელებისგან დეკორატიული
დატვირთვაც აქვს. კარგად ერწყმის ინტერიერს. ქმნის მყუდრო და ლამაზ
გარემოს. განსაკუთრებით მოსწონთ კოტეჯის და მცირე ოჯახური ტიპის
სასტუმროებს.
· იგრძენი განსხვავება საკუთარ სახლში
· შეცვალე ძველი ახლით !
· შემცირებული ხარჯი
· ჯანსაღი საცხოვრისი!
· უსაფრთხო სითბო და კომფორტი !
ტელ: 595 54 50 56
Escos.ge
R