"სამაშველო სამსახურის ეზოში მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოიგრა და..."- ტრაგედია ახმეტაში - კვირის პალიტრა

"სამაშველო სამსახურის ეზოში მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოიგრა და..."- ტრაგედია ახმეტაში

ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა 35 წლამდე კაცი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სატელეფონო ანძებს ასწორებდა.

მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"