"ოცნება", რამე დაგაკელით? "სწიოპა" და რაჭველი, არა მგონია, ჩემზე უკეთესი წარმოსადეგი იყვნენ სცენიდან... იქამ­დე გა­და­ვაკ­ვდი, რომ ლი­ბე­რა­ლებ­მა პირ­ვე­ლი მე და­მარ­ტყეს" - კვირის პალიტრა

"ოცნება", რამე დაგაკელით? "სწიოპა" და რაჭველი, არა მგონია, ჩემზე უკეთესი წარმოსადეგი იყვნენ სცენიდან... იქამ­დე გა­და­ვაკ­ვდი, რომ ლი­ბე­რა­ლებ­მა პირ­ვე­ლი მე და­მარ­ტყეს"

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­უ­ნა­წყენ­და. მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე არ მი­იწ­ვი­ეს. ზან­გუ­რი სოცქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გან­მარ­ტე­ბას ითხოვს.

"არ მეს­მის, თავი მაქვს გა­დაკ­ლუ­ლი, სრუ­ლი ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის”, იქამ­დე გა­და­ვაკ­ვდი, რომ ლი­ბე­რა­ლებ­მა პირ­ვე­ლი მე და­მარ­ტყეს და ჩემი წლო­ბით, სის­ხლით და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად შექ­მნი­ლი რო­ლე­ბი მო­მიხ­სნეს, ისე გა­მა­შა­ვეს. ნუთუ ის ხალ­ხი უფრო გა­მო­სა­ჩე­ნია ახა­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 24/7-ზე გა­გი­ნე­ბენ ენით აუ­წე­რე­ლი სი­ტყვე­ბით, ხოტ­ბას ას­ხა­მენ მკვლელ და ნა­ძი­რა­ლა გა­ნუ­ბა­ჟე­ბელ სა­ქო­ნელს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს! მათ უნდა მის­ცეთ თან­ხა, რო­მე­ლიც ჩემი 3 წლის ხელ­ფასს უდ­რის ერთ ღა­მე­ში და მე თბი­ლის­ში კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი ქა­ლა­ქის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ უნდა ვიყო ჩარ­თუ­ლი…

მაქვს ამის ამ­ბი­ცია, რად­გან კარ­გად ვიცი ჩემი ფასი პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით! რამე და­გა­კე­ლით? ესეც სახ­ლი ხომ არ არის ან რა­ი­მე პრო­ექ­ტი? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა ჩემი პრო­ფე­სი­ით გა­ვა­კე­თო საქ­მე ისე, რო­გორც მარ­თლა ეკად­რე­ბა სცე­ნას? პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მი­წუ­ნებთ, გე­მოვ­ნე­ბას, თუ ვერ ვხვდე­ბი, რა ხდე­ბა? იქ­ნებ ზედ­მე­ტი ვარ და სა­ერ­თოდ არ ვარ სა­ჭი­რო, მაგ­რამ "სწი­ო­პა", რაჭ­ვე­ლი და ასე შემ­დეგ, ვინც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თეთ და და­ა­კა­ვეთ, არა მგო­ნია, ჩემ­ზე უკე­თე­სი წარ­მო­სა­დე­გი იყ­ვნენ სცე­ნი­დან.

სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს წა­ვიყ­ვა­ნე სა­ა­ხალ­წლო ღა­მის შოუ რი­ყე­ზე და ახლა რა ხდე­ბა? იცით, ჩუ­მად რომ ვარ, არ ნიშ­ნავს, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მა­დევს გა­სა­ღებ­და­კარ­გუ­ლი ბოქ­ლო­მი­ვით," - წერს ზან­გუ­რი.

წყარო