თბილისში, "ჰუალინგის" ტერიტორიაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

თბილისში, "ჰუალინგის" ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"