"ჩვენ ეს "კარწინკა“ ნანახი გვაქვს - უსამშობლოების გაერთიანება ერთი იქნება, ორი თუ ათი, ამას მნიშვნელობა არა აქვს" - ირაკლი ზარქუა - კვირის პალიტრა

"ჩვენ ეს "კარწინკა“ ნანახი გვაქვს - უსამშობლოების გაერთიანება ერთი იქნება, ორი თუ ათი, ამას მნიშვნელობა არა აქვს" - ირაკლი ზარქუა

ჩვენ ეს "კარ­წინ­კა“ ნა­ნა­ხი გვაქვს - უსამ­შობ­ლო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერთი იქ­ნე­ბა, ორი თუ ათი, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს - ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მკა­ფიო ხედ­ვა გა­აჩ­ნია და მად­ლო­ბა მათ ნდო­ბის­თვის! - ეს გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუ­ას თქმით, ე.წ. მე­სა­მე ცენ­ტრს, სა­დაც "მე­ლი­ე­ბი, გვა­რა­მი­ე­ბი, ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი და მათ­თან ერ­თად, "ლელო“ იქ­ნე­ბა, არა­ვი­თა­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია“.

"გლო­ბა­ლურ პი­რებს, ვინც სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს ცალ ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დახ­მა­რე­ბით რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის უამ­რა­ვი მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ. ეს არ გა­მო­უ­ვი­დათ და ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ჩა­უ­ვარ­დათ. ახლა აქ­ცენტს ახალ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე აკე­თე­ბენ. პო­ლი­ტი­კა­ში ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი­სა და უსამ­შობ­ლო­ე­ბის მეტი რა გვყავს. აქ მო­ი­აზ­რე­ბა უთავ­მოყ­ვა­რეო მე­ლია - კაცი, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან "ხა­ბემ“ ჩა­მო­აგ­დო. ამას შე­უ­ერ­თდე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი დი­რი­ჟო­რი ბა­ტო­ნო გვა­რა­მია. შე­უ­ერ­თდე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ცნო­ბი­ლი თაღ­ლი­თე­ბი "ლელო", ხოლო გვირ­გვი­ნი ჩვე­ნი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე იქ­ნე­ბა - რო­მელ­მაც გვი­რა­ბი ამათ­თან გა­თხა­რა.

ე.წ. მე­სა­მე ძალა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს და პარ­ლა­მენ­ტში ორი ფრონ­ტით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი - ეს არის მათი იდეა და გეგ­მა, თუმ­ცა მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მჯე­რა. რო­გორც მა­ნამ­დე გა­შიფ­რეს ამ ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბის იდეა და ამო­ცა­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქვეყ­ნის ომსა და ქა­ოს­ში შეყ­ვა­ნა იყო, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შიც ამ უსამ­შობ­ლო­ებს შე­სა­ბა­მის მი­სა­გე­ბელს მი­ა­გე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.