საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი? - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.

ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.