ვინ არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2023 წელს მშობლები გახდნენ - კვირის პალიტრა

ვინ არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2023 წელს მშობლები გახდნენ

2023 წელი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და. ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ნა­წი­ლის­თვის ეს წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, რად­გან 2024 წელს, ისი­ნი ახა­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბით შეხ­ვდე­ბი­ან. წელს ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი „ბე­ი­ბი­ბუ­მი“ გვაქვს. წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც 20223 წელს და­ი­ბად­ნენ.

ლიზა ჩი­ჩუა და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია და მისი მე­უღ­ლე, ლიზა ჩი­ჩუა წელს მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. წყვი­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია. ირაკ­ლის და ლი­ზას ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც გი­ორ­გი და­არ­ქვეს.

წყვილ­მა 2022 წელს იქორ­წი­ნა. ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი ექიმ გი­ორ­გი ჩი­ჩუ­ა­სა და ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ქეთი ასა­თი­ა­ნის შვი­ლია. გო­გო­ნა 21 წლის 25 მარტს გახ­და და ირაკ­ლი მას­ზე 17 წლით უფ­რო­სია.

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლი და ოტია იო­სე­ლი­ა­ნი

untitled-design-2023-12-25t105711-1703487442-1703932987.180-44299.png

წელს, მწე­რალ ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი, ოტია იო­სე­ლი­ა­ნი და მისი მე­უღ­ლე, ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლი პა­ტა­რა და­ჩის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ.

ნუ­ცას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ. ის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს. მის ვი­დე­ო­ებს ოტი­ას ეზო­დან ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი

2023 წელს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი შარ­ლო­ტის დედა გახ­და. ქარ­თვე­ლი ვარ­კვლა­ვი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, ვინ არის მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ოჯახ­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­ზე ჩნდე­ბა.

ნა­თია თო­დუა

snapinsta-1702316695-1703932946.app_362944805_18376696945057272_4884425336187327666_n_1024-44509.jpg

5 მარტს "გერ­მა­ნი­ის ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ნა­თია თო­დუა დედა გახ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უკვე წლე­ბია, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ობს. გა­სულ შე­მოდ­გო­მას მან ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. მისი მე­უღ­ლე და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლია. პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი ნა­თი­ამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ა­ჩი­ნა. წყვილ­მა ბავ­შვს ჰუგო და­არ­ქვა. გააგრძელეთ კითხვა