"უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა... მაშინ მე და მამაო გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით" - მამა საბა ჭიკაიძე და მისი მეუღლე შვილს ეძებენ - კვირის პალიტრა

"უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა... მაშინ მე და მამაო გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით" - მამა საბა ჭიკაიძე და მისი მეუღლე შვილს ეძებენ

რო­გო­რია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ტვირ­თი, ამ კი­თხვა­ზე "სარ­კეს" მამა საბა ჭი­კა­ი­ძის ცოლ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ლელა რუ­სიშ­ვილ­მა გას­ცა პა­სუ­ხი.

მამა საბა, ერის­კა­ცო­ბა­ში სულ­ხან ჭი­კა­ი­ძე, თბი­ლი­სის ორ ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ჯა­როდ პა­სუ­ხობს ყვე­ლას, ვი­საც რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა აქვს.

წყვილს 5 შვი­ლი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი შვი­ლი 30 წლის სოფო ტყუ­პის­ცა­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა ამ­ბობს, რომ უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მკვდრად გა­მო­უ­ცხა­დეს. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­აშ­კა­რავ­და, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს იპა­რავ­დნენ და ყიდ­დნენ, შვი­ლის ძებ­ნა და­ი­წყეს. მის კვალ­ზე დღემ­დე ვერ გა­ვიდ­ნენ. რო­გორც მღვდლის ცოლი ამ­ბობს, თუ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ღმერ­თს სურს მისი გა­მო­ჩე­ნა, გა­მოჩ­ნდე­ბა

- პირ­ვე­ლად რომ ვიმ­შო­ბი­ა­რე ტყუ­პე­ბი გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ სახ­ლში ერთი წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მას მერე კი­დევ 5 შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ახლა 5 შვი­ლი გვყავს. ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი არ­სად არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მას მერე რაც გახ­მა­ურ­და ის, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ჩვი­ლებს იპა­რავ­დნენ ვე­ძებთ და ვერ მი­ვაკ­ვლი­ეთ. ტეს­ტიც გა­ვუ­კე­თეთ და თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ამოგ­ვიგ­დებს პროგ­რა­მა. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მა­მაო 20 წლის იყო მე - 23-ის, როცა ტყუ­პე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. მე 3 წლით უფ­რო­სი ვარ მას­ზე. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო ასა­კით, მაგ­რამ ჩემს ირ­გვლივ ვინც იყო ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი იყო მათ შო­რის. ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მედ­პერ­სო­ნალს ვენ­დო­ბო­დით. გააგრძელეთ კითხვა