"ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს..." - გია ხუხაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს..." - გია ხუხაშვილის ანალიზი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

"ივანიშვილის გადაწყვეტილებაში სახელმწიფოებრივი და თუნდაც პოლიტიკური მოტივების ძებნას აზრი არა აქვს.

ის, როგორც ჩანს, განპირობებულია პირადი შფოთებით და ამბიციებით, რომელთაგანაც ორ ძირითადს გამოვყოფდი და რომლებიც პრინციპში მან დღევანდელ გამოსვლაშივე ირიბად აღიარა:

1. მისი პირადი კეთილდღეობის და უსაფრთხოების რისკების პრევენცია პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით.

2. როგორც ჩანს, მას აშფოთებს, რომ ხელისუფლებაში მოხდა გარკვეული ინტერს-ჯგუფების ფორმირება, რომლებმაც საკმაოდ “მოისქელეს ერთი ადგილი” და შესაბამისად მათი დისტანციური კონტროლი უკვე რთულია და სახიფათო. ამიტომ საჭიროა ისევ ხელით მართვაზე გადასვლა…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

წაიკითხეთ ასევე: "ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, მთლად საკუთარ თავზეც არ იღებს ყველაფერს, მაგრამ არც თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ვნახოთ..."