"როგორც იქნა, ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, გამოწვევა მიღებულია" - კვირის პალიტრა

"როგორც იქნა, ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, გამოწვევა მიღებულია"

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.

როგორც გახარია სოციალურ ქსელ „X“-ში წერს, ივანიშვილის მხრიდან თავის მართლება სუსტი იყო.

"კარგია, როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“, - წერს გახარია.

"ინტერპრესნიუსი"